ქრონიკული დაავადებების მქონე პენსიონრები 2024 წელს სამკურნალო მედიკამენტებს უფასოდ მიიღებენ, ჩვენ ამ ტენდენციას შევინარჩუნებთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ახალი ბიუჯეტით გაიზარდა ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსება.

„მომდევნო წელს პენსიონრებს, რომლებიც დამოკიდებულნი არიან ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებზე, მთელი წლის განმავლობაში უფასოდ მიიღებენ მედიკამენტებს. ასეთია დაახლოებით 400 000 პენსიონერი. ქრონიკული დაავადებების მქონე პენსიონრები უფასოდ მიიღებენ მედიკამენტებს 2024 წელს. ჩვენ ამ ტენდენციას შევინარჩუნებთ“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

Previous articleქვეშეთი-კობის გზისა და გვირაბების მშნებლობის ისტორიული პროექტი. გაჭრილია ყველაზე გრძელი 9კმ-იანი გვირაბის 7,7კმ
Next articleპრემიერი – ძალოვანი უწყებების ყოფილი თანამშრომლებისთვის პენსია 1 000 ლარამდე გაიზრდება