ბოლნისის მუნიციპალიტეტში ჭაპალას საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

სკოლის რეაბილიტაცია ითვალისწინებს სკოლის შენობის გამაგრება/სრულ რეაბილიტაციას და ეზოს კეთილმოწყობას. ამჟამად შენობის სახურავი რეაბილიტირებულია და მიმდინარეობს საძირკვლის და შიდა ტიხრების გამაგრება; პროექტი ასევე მოიცავს ფასადის, საკლასო ოთახების, სველი წერტილების, დერეფნების, კიბის უჯრედების, ადმინისტრაციული ნაწილის, ფოიეს, სააქტო და სპორტული დარბაზების რეაბილიტაციას.

ეწყობა კომპიუტერული ქსელი, სახანძრო სიგნალიზაციის, წყალ-კანალიზაციის, გათბობის და ელექტრო გაყვანილობის ახალი სისტემა.

განხორციელებული სამუშაოების შედეგად სკოლაში სასწავლო სივრცეების პარალელურად იფუნქციონირებს საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, რესურს ოთახი და ექიმის კაბინეტი.

სკოლა ადაპტირებული გახდება სპეციალური საჭიროების მქონე პირებისთვის: კეთდება ლიფტი, პანდუსები და ადაპტირებული სველი წერტილები.

დაგეგმილია ეზოს კეთილმოწყობა: მოსწავლეთა სოციალური ადაპტაციისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვისთვის სკოლის შიდა ეზოში მოეწყობა რეკრეაციული სივრცეები და მრავალფუნქციური ღია სპორტული მოედანი.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ სკოლა სრულად აღიჭურვება ყველა შესაბამისი სასწავლო რესურსითა და ინვენტარით.

შედეგად, მომავალი ახალი სასწავლო წლიდან, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭაპალას 250-ზე მეტი მოსწავლე და მათი მასწავლებლები სწავლას სრულად ადაპტირებულ, თანამედროვე საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფილ, კომფორტული და უსაფრთხო სკოლაში გააგრძელებს.

Previous articleბაკურიანის ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია დასრულდა
Next article2013 წლიდან დღემდე გახსნილია აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთაშორისო მაგისტრალის 193კმ. სამშენებლო სამუშაოები გრძელდება მაგისტრალის 81კმ-ზე