ეკონომიკის სამინისტროს დამატებით გამოეყოფა 150 მილიონი ლარი და, ჯამში, 800 მილიონ ლარამდე იქნება ბიუჯეტი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, ანაკლიის პორტის მშენებლობისთვის გათვალისწინებული იქნება ჯამურად 70 მილიონი ლარი.

„შედარებისთვის, მინდა, ვთქვა, რომ, 2012 წელთან შედარებით, გაზრდილია 326 მილიონი ლარით ბიუჯეტი. აქედან მინდა, მნიშვნელოვანი სიახლე გაცნობოთ. ანაკლიის პორტის მშენებლობისთვის გათვალისწინებული იქნება ჯამურად 70 მილიონი ლარი. 50 მილიონი ლარი იქნება 2024 წელს ჩადებული და 20 მილიონი უკვე წელს გამოვუყავით. ჩვენი მხრიდან დასადები თანხები უკვე მობილიზებულია, დაიწყება მშენებლობა გაზაფხულზე, ამ გეგმის მიხედვით. ასევე აქტიურად მიმდინარეობს ახლა ინვესტორის შერჩევა, რომელიც მალე დასრულდება, მაქსიმუმ, დეკემბერი-იანვარში გამოვაცხადებთ გამარჯვებულ ინვესტორს და ჩვენ ერთობლივად დავიწყებთ ანაკლიის პორტის მშენებლობას 2024 წლის მარტი-აპრილში, დაახლოებით ასეთი გეგმა გვაქვს“, – განაცხადა პრემიერმა.

Previous articleპრემიერი – 1000-მდე მრავალშვილიან, უსახლკარო ოჯახს ბინებს შევუძენთ
Next article2024 წლის ბიუჯეტი – დაგეგმილი სიახლეები