2013 წლიდან დღემდე გახსნილია აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთაშორისო მაგისტრალის 193 კილომეტრი, ხოლო სამშენებლო სამუშაოები გრძელდება მაგისტრალის 81 კილომეტრზე.
ოსიაური-ჩუმათელეთის მონაკვეთზე აშენებულია 13 კილომეტრი.
რიკოთის პროექტის შემადგენელი, ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთზე, რომლის 34 ფერდზე შესაბამისი საინჟინრო გადაწყვეტებით სამუშაოები ხორციელდება, 3 გვირაბიდან 1 გაჭრილია, 2-ზე მიმდინარეობს სამუშაოები. 17 ხიდიდან აშენებულია 10, დანარჩენ 3-ზე მიმდინარეობს სამუშაოები. ეს არის მონაკვეთი, სადაც მდებარეობს დღეისათვის ქვეყნის ყველაზე გრძელი – 1800 კმ-იანი გვირაბი და რომლის პარალელური გვირაბის გაჭრა აქტიურად მიმდინარეობს.
შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე 17 ხიდიდან აშენებულია 9 ხიდი, 10 გვირაბიდან გაჭრილია 9 გვირაბი.
სამტრედია-გრიგოლეთის მე-2 და მე-4 ლოტზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა გახსნილია, მე-3 ლოტზე ტენდერის შედეგად გამარჯვებული კომპანია აწარმოებს ინტენსიურ სამუშაოებს.
2022 წელს მოძრაობა გაიხსნა გრიგოლეთი-ქობულეთის მონაკვეთის 5 კმ-ზე, დასრულების ეტაპზეა გზის 6 კმ-იანი მონაკვეთი, 3 კმ-იან მონაკვეთზე კი, მიმდინარეობს ინტენსიური სამუშაოები.
ბათუმის შემოვლით გზაზე 5 გვირაბიდან დასრულებულია 3 გვირაბი, 20 ხიდიდან აშენებულია 18 ხიდი.