Home Blog გვერდი 3

ონკოლოგიური დაავადებების მქონე პაციენტებისთვის კომპანია ROCHE-სგან შესყიდული 13 დასახელების მედიკამენტის უფასოდ გაცემა დაიწყო

ჯანდაცვის სამინისტრომ, ონკოლოგიური დაავადებების მქონე პაციენტებისთვის, კომპანია ROCHE-სგან შესყიდული 13 დასახელების მედიკამენტის უფასოდ გაცემა დაიწყო.

უახლოეს მომავალში, პაციენტები, დამატებით NOVARTIS-ისგან შესყიდულ 8 დასახელების მედიკამენტს მიიღებენ.

ჯანდაცვის სამინისტრო, მსოფლიოს წამყვანი ფარმაცევტული კომპანიებისგან, პირდაპირი შესყიდვის გზით, მედიკამენტებს მნიშვნელოვნად დაბალ ფასად ყიდულობს, შედეგად პაციენტებს მაღალი ხარისხის მედიკამენტებით სრულად უზრუნველყოფს.

მედიკამენტების დასახელება: 

ალეცენზა

ტეცენტრიკი

ავასტინი 

ტარცევა 

გაზივა 

მაბტერა 

ჰერცეპტინი 

კადსილა 

ზელბორაფი

ფესგო 

პოლივი 

პერჯეტა 

როზლიტრეკი

 

 

 

ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებს ბენეფიციარები სრული დაფინანსებით მთელი წლის განმავლობაში მიიღებენ

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით, შესაბამისი კატეგორიის/სტატუსის მქონე მოქალაქეები, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებს, სრული დაფინანსებით, მთელი წლის განმავლობაში მიიღებენ.

პროგრამა მოიცავს შემდეგი ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსებას:
-გულ-სისხლძარღვთა ქრონიკული დაავადებები.
-ფილტვის ქრონიკული დაავადებები.
-ფარისებრი ჯირკვლის ქრონიკული დაავადებები.
-დიაბეტი ტიპი 2.
-პარკინსონი.
-ეპილეფსია.

-გლაუკომა.

 

საჭირო მედიკამენტებს, მთელი წლის განმავლობაში სრულად მიიღებენ:
სოციალურად დაუცველი პირები (რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000 ერთეულს)
-პენსიონრები.
-ვეტერანები.
-შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირები (შშმ ბავშვები, მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე

პირები);

გორის, ხაშურის, კასპის, ქარელის, დუშეთის, ონის, საჩხერის, ზუგდიდის,
მესტიის, წალენჯიხის მუნიციპალიტეტებში საქართველოს ოკუპირებულ

ტერიტორიებთან, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები მოსახლეობა.

მედიკამენტის მისაღებად პაციენტმა უნდა მიმართოს ოჯახის ექიმს.

1000-მდე ოჯახს სახელმწიფო ახალ საცხოვრებელ ფართებს გადასცემს

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა.

მთავრობის წევრებმა სამი საკითხი განიხილეს, რომელთა შორის იყო საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი უსახლკარო, მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფი მრავალშვილიანი ოჯახების განსახლების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების თაობაზე. პროგრამის ფარგლებში მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფ 1000-ამდე ოჯახს სახელმწიფო ახალ საცხოვრებელ ფართებს გადასცემს. პროგრამის ჯამური ბიუჯეტი 50 000 000 ლარს შეადგენს.

პროგრამის მიზანი სოციალურად დაუცველი, უსახლკარო მრავალშვილიანი ოჯახების მხარდაჭერა და მათთვის ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნაა.
პროგრამის ბენეფიციარი შეიძლება იყოს ოჯახი 3 და მეტი არასრულწლოვანი ბავშვით, რომლის ყველა წევრი რეგისტრირებულია სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში.

პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ ოჯახებს, რომელთა არცერთი წევრი რეგისტრირებული არ არის დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დევნილთა ან ეკომიგრანტი ოჯახების ერთიან ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში. ასევე − თუ უსახლკარო ოჯახის წევრს სახელმწიფოსგან უკვე მიღებული არ აქვს საცხოვრებელი ფართი ან სათანადო ფულადი კომპენსაცია საცხოვრებელი ფართის შესაძენად.

ამ და სხვა კრიტერიუმების შეფასების შემდეგ ოჯახების განსახლების საკითხს შესაბამისი კომისია გადაწყვეტს.

პროგრამა 2025 წლის ბოლომდე გაგრძელდება. ოჯახების განსახლება განხორციელდება საქართველოს ნებისმიერ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში.

4 სააფთიაქო ქსელი 53 მილიონი ლარით დაჯარიმდა

0

საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ ფარმაცევტულ სექტორში ოთხი კომპანია კონკურენციის საწინააღმდეგო ქმედების გამო დააჯარიმა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, საკითხი ეხება ონკოლოგიური მედიკამენტების სახელმწიფო დაფინანსების პროგრამის ფარგლებში, „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის (შეთანხმებული ქმედება) დარღვევის ფაქტს.

„კონკურენციის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებით, მოკვლევის ფარგლებში დადგინდა, რომ 2021-2023 წლებში (აგვისტოს ჩათვლით), ოთხი კომპანიის მიერ („ავერსი“, „გეფა“, „პსპ“, „მერმისი“) ადგილი ჰქონდა ონკოლოგიური მედიკამენტების სახელმწიფო დაფინანსების პროგრამის ფარგლებში შეთანხმებულ ფასებს, ფასების ფიქსაციას. სააგენტოს მიერ მიღებული და დამუშავებული მასალების მიხედვით, იდენტიფიცირებულ იქნა 42 მედიკამენტი, სადაც ოთხი კომპანიის მიერ ადგილი ჰქონდა იდენტურ ფასწარმოქმნას. კერძოდ, კომპანიების მიერ სამინისტროს დახურულ პორტალზე წარდგენილი ფასები ერთი თეთრის სიზუსტით ემთხვეოდა ერთმანეთს.

სააგენტომ გამოავლინა იდენტური ფასის 88 შემთხვევა, რაც მოიცავს: 23 შემთხვევას ორი კომპანიის მონაწილეობით; 47 შემთხვევას სამი კომპანიის მონაწილეობით; 18 შემთხვევას ოთხი კომპანიის მონაწილეობით.

„ავერსის“ შემთხვევაში, ადგილი ჰქონდა იდენტური ფასის 74 ფაქტს, „გეფას“ („ჯი პი სი“, „ფარმადეპო“) შემთხვევაში, ასევე 74 ფაქტს, „პსპ“-ს შემთხვევაში, 81 ფაქტს და „მერმისის“ შემთხვევაში, 29 ფაქტს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

სააგენტოს შეფასებით, აღნიშნული ქმედება წარმოადგენს კონკურენციის შემზღუდველი მიზნის მქონე შეთანხმებულ ქმედებას და კვალიფიცირდება, როგორც კონკურენციის კანონმდებლობის მძიმე ფორმის დარღვევა.

„შესაბამისად, სააგენტოს გადაწყვეტილებით, კომპანიებს ჯამში, 53 მილიონ ლარამდე ჯარიმა დაეკისრათ: „ავერსს“ 14 402 425 ლარი; „გეფას“: 20 349 336 ლარი; „პსპ“-ს 17 094 872 ლარი; „მერმისს“ 951 301 ლარი“, – აცხადებენ კონკურენციის ეროვნულ სააგენტოში.

სააგენტოს ინფორმაციის თანახმად, ბაზარზე კონკურენტული გარემოს გაუმჯობესების მიზნით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიმართ, კონკურენციის სააგენტომ განსახილველად სავალდებულო რეკომენდაცია გასცა – საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის და ზოგადად, პორტალის ფუნქციონირება ნორმატიულ დონეზე დარეგულირდეს. სააგენტოს მიერ მოკვლევის დაწყების საფუძველს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ, 2023 წლის 23 მარტს ონკოლოგიური მედიკამენტების იმპორტიორი, რეალიზატორი კომპანიების მხრიდან ფასების ზრდის და ამავე მედიკამენტებზე იდენტური ფასწარმოქმნის შესახებ გასაჯაროებული ინფორმაცია წარმოადგენდა.

„საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტო მოკვლევას ხუთი კომპანიის – „ავერსი“, „გეფა“, „პსპ“, „მერმისი“ და „ეს კა იმპექსის“ მიმართ აწარმოებდა. საკითხის შესწავლის პროცესში, „ეს კა იმპექსის“ მიმართ დარღვევის ფაქტი არ დადგინდა. 2023 წელს სააგენტომ დაასრულა შვიდი მოკვლევა – დომინანტური მდგომარეობის შესაძლო ბოროტად გამოყენების, არაკეთილსინდისიერი კონკურენციის, შეთანხმებული ქმედების და სახელმწიფო ადმინისტრაციული უწყებების მხრიდან კონკურენციის შესაძლო შეზღუდვის მიმართულებით. აქედან, ერთ შემთხვევაში დარღვევა არ დადგინდა, ერთ შემთხვევაში განმცხადებლის მოთხოვნით შესწავლა შეწყდა, ხუთ შემთხვევაში დარღვევა დადგინდა. მოკვლევები ეხებოდა – საავტომობილო საწვავის, თამბაქოს, ფარმაციის, საზღვაო გადაზიდვების, ავტოტექნიკური ინსპექტირების, სწრაფი კვების მომსახურების და სამშენებლო/ინფრასტრუქტურული მომსახურების ბაზრებს. ამ დროსთვის, სააგენტო სამ საკითხთან მიმართებით მოკვლევის პროცესს აწარმოებს – კინოთეატრების ელექტრონული რეალიზაციის, ავტოსადგომების და საკვები პროდუქტების ბაზრების მიმართულებით“, – ნათქვამია კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.

ლაგოდეხში სოფელ ჭაბუკიანში ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭაბუკიანში ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა.

ბაღი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აშენდა. პროექტში გათვალისწინებული იყო შიდა და გარე სივრცეების, რეკრეაციული ზონების, კომუნიკაციების, სველი წერტილების კეთილმოწყობა. ბაღი ადაპტირებულია შშმ პირთათვის.

სოფელ ჭაბუკიანში სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება 100 აღსაზრდელზეა გათვლილი.

 

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო 100-მდე იძულებით გადაადგილებულ ოჯახს სოფლად სახლს შეუსყიდის

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო კიდევ 100-მდე იძულებით გადაადგილებულ ოჯახს სოფლად სახლს შეუსყიდის.

აღნიშნული ოჯახების სია სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება. დევნილები სახლებს, საქართველოს ნებისმიერ რეგიონში,  თავადვე შეარჩევენ, რისთვისაც ექვსთვიანი ვადა მიეცათ.

„სოფლად სახლის“ პროექტი, მთელი ქვეყნის მასშტაბით, წარმატებით ხორციელდება.

დევნილი ოჯახების სია, რომლებსაც სააგენტო სოფლად სახლს შეუსყიდის

1 სექტემბრიდან დღემდე ექსპორტირებულია 29.3 ათასი ტონა მანდარინი,რომლის ღირებულებამ 19.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა

0

მიმდინარე წლის 1 სექტემბრიდან დღემდე საქართველოდან 29.3 ათასი ტონა მანდარინის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 19.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული მანდარინის მოცულობა 17.1 ათასი ტონით (141%), ხოლო ღირებულება – 12.7 მლნ აშშ დოლარით (191%) გაიზარდა.

მცხეთაში სოფელ ჩარდახსა და პატარა ქანდაში ახალი საბავშვო ბაღები შენდება

მცხეთაში სოფელ ჩარდახსა და პატარა ქანდაში ახალი საბავშვო ბაღები შენდება.

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში – ჩარდახსა და პატარა ქანდაში აქტიურად გრძელდება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღების სამშენებლო სამუშაოები.

შენობები თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად აშენდება და რეაბილიტირდება. მოეწყობა შიდა და გარე სივრცეები, რეკრეაციული ზონები, კომუნიკაციები და სველი წერტილები, ასევე საბავშვო ბაღები სრულად იქნება ადაპტირებული განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთათვის.

სოფელ პატარა ქანდაში, საბავშვო ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე, ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით, სკვერის სამშენებლო სამუშაოები განხორციელდა. 330 000 ლარზე მეტი ღირებულების პროექტის ფარგლებში, ადგილზე მოეწყო ბავშვთა გასართობი კუთხე, სკამები, ლამპიონები, ფანჩატური, დაიგო დეკორატიული ფილები და დამონტაჟდა ტრენაჟორები. სივრცე ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის.

სამუშაოები პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით მიმდინარე პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს. პროგრამის მიხედვით, ქვეყნის მასშტაბით, 885 საბავშვო ბაღის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაო უნდა განხორციელდეს. მათ შორის მცხეთა-მთიანეთის მხარეში დაგეგმილია 9 საბავშვო ბაღის მშენებლობა და 14 საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია.

გარდაბნში სოფელ მუღანლოში 6 კმ-იანი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

გარდაბნში სოფელ მუღანლოში 6 კმ-იანი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

რეაბილიტაცია უტარდება 6 კილომეტრი გზის საფარს. პროექტის ფარგლებში, ორფენიანი ასფალტ-ბეტონის საფარი და სანიაღვრე სისტემა მოეწყობა.

სამუშაოების ღირებულება 4 მილიონამდე ლარს შეადგენს.

სპორტის სამინისტრომ აფროსნობის ფედერაციას ოლიმპიური კლასის ხუთი ახალი ნავი გადასცა

0

სპორტის სამინისტრომ აფროსნობის ფედერაციას ოლიმპიური კლასის ხუთი ახალი ნავი გადასცა

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ საქართველოს აფროსნობის ფედერაციას ოლიმპიური კლასის (ILCA) ხუთი ახალი ნავი გადასცა.

ახალი ოლიმპიური ნავებით, სპორტსმენები იასპარეზებენ საერთაშორისო ტურნირებზე, მათ შორის მოემზადებიან  2028 ოლიმპიური წლისთვის. აღსანიშნავია, რომ აფროსნობის ფედერაციას მსგავსი ტიპის ოლიმპიური კლასის ნავები აქამდე არ ჰქონია.