სპორტის სამინისტრომ აფროსნობის ფედერაციას ოლიმპიური კლასის ხუთი ახალი ნავი გადასცა
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ საქართველოს აფროსნობის ფედერაციას ოლიმპიური კლასის (ILCA) ხუთი ახალი ნავი გადასცა.
ახალი ოლიმპიური ნავებით, სპორტსმენები იასპარეზებენ საერთაშორისო ტურნირებზე, მათ შორის მოემზადებიან 2028 ოლიმპიური წლისთვის. აღსანიშნავია, რომ აფროსნობის ფედერაციას მსგავსი ტიპის ოლიმპიური კლასის ნავები აქამდე არ ჰქონია.