დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო კიდევ 100-მდე იძულებით გადაადგილებულ ოჯახს სოფლად სახლს შეუსყიდის.
აღნიშნული ოჯახების სია სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება. დევნილები სახლებს, საქართველოს ნებისმიერ რეგიონში, თავადვე შეარჩევენ, რისთვისაც ექვსთვიანი ვადა მიეცათ.
„სოფლად სახლის“ პროექტი, მთელი ქვეყნის მასშტაბით, წარმატებით ხორციელდება.
დევნილი ოჯახების სია, რომლებსაც სააგენტო სოფლად სახლს შეუსყიდის