საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით, შესაბამისი კატეგორიის/სტატუსის მქონე მოქალაქეები, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებს, სრული დაფინანსებით, მთელი წლის განმავლობაში მიიღებენ.
პროგრამა მოიცავს შემდეგი ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსებას:
-გულ-სისხლძარღვთა ქრონიკული დაავადებები.
-ფილტვის ქრონიკული დაავადებები.
-ფარისებრი ჯირკვლის ქრონიკული დაავადებები.
-დიაბეტი ტიპი 2.
-პარკინსონი.
-ეპილეფსია.
-გლაუკომა.
საჭირო მედიკამენტებს, მთელი წლის განმავლობაში სრულად მიიღებენ:
–სოციალურად დაუცველი პირები (რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000 ერთეულს)
-პენსიონრები.
-ვეტერანები.
-შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირები (შშმ ბავშვები, მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე
პირები);
გორის, ხაშურის, კასპის, ქარელის, დუშეთის, ონის, საჩხერის, ზუგდიდის,
მესტიის, წალენჯიხის მუნიციპალიტეტებში საქართველოს ოკუპირებულ
ტერიტორიებთან, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები მოსახლეობა.
მედიკამენტის მისაღებად პაციენტმა უნდა მიმართოს ოჯახის ექიმს.