Home Blog გვერდი 18

ბზვანის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია დასრულდა

იმერეთის რეგიონში ბზვანის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია დასრულდა
რეაბილიტირდა სოფელ მეორე ობჩაში ჭყეპნარას და საბუკიას უბნის 10 კმ-მდე გზა
სკოლა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად რეაბილიტირდა, საკლასო ოთახების გარდა, კეთილმოეწყო სკოლის ეზოც, დამონტაჟდა გათბობის, წყალსადენის და კანალიზაციის სისტემები, სკოლა სრულად ადაპტირებულია განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლეებისათვის.

 

სასაზღვრო პოლიცია “H145”-ის ტიპის 3 შვეულმფრენს შეიძენს

0

“H145” მრავალფუნქციური შვეულმფრენია, რომელსაც შეუძლია შეასრულოს პოლიციური, სატრანსპორტო, სამძებრო და სამაშველო ფუნქციები. ახალი შვეულმფრენები სრულად იქნება დაკომპლექტებული ხანძართან ბრძოლისა და სამთო-სამაშველო აღჭურვილობით. მათ აქვთ 2 ძრავა, რაც ზრდის ფრენის უსაფრთხოებას. ამ ტიპის შვეულმფრენი მაღალ სიმაღლეზე ოპერირებისა და მანევრის შესაძლებლობებით გამოირჩევა, რაც, საქართველოს მაღალმთიანი რელიეფის გათვალისწინებით, არსებულ ამოცანებთან სრულად თავსებადი იქნება.

“H145” წარმოადგენს “Airbus”-ის ერთ-ერთ უახლეს მოდელს, რომელსაც წარმატებით იყენებენ გერმანიის, შვეიცარიის, საფრანგეთის, კანადისა და სხვა ქვეყნების პოლიციისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურები.

კონტრაქტი ახალი შვეულმფრენების შეძენასთან ერთად, მოიცავს პილოტებისა და ინჟინრების გადამზადებას, მარაგი ნაწილების შეძენასა და 3-წლიან საქარხნო გარანტიას.

საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველომ 3.2 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო

0

2022 წლის იანვარი-ნოემბრის თვეში საერთაშორისო მოგზაურობიდან (ტურიზმიდან) საქართველომ 3.2 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო.

2022 წლის იანვარი-ნოემბრის თვეში მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა გადააჭარბა 2019 წლის მაჩვენებელს და რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა – 3,159,558,975 აშშ. დოლარი, რაც 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებლის 103.5% აღდგენაა (ზრდა +108,134,426 აშშ დოლარი). 2021 წლის იანვარი-ნოემბრის თვესთან შედარებით, მოგზაურობიდან შემოსავლები გაზრდილია +2,040,668,275 (+182.4%) აშშ დოლარით.

2022 წლის ნოემბრის თვეში მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა გადააჭარბა 2019 წლის მაჩვენებელს და 305,029,882 აშშ. დოლარი შეადგინა, რაც 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებლის 151.2% აღდგენაა, 2021 წლის ნოემბრის თვესთან შედარებით კი მოგზაურობიდან შემოსავლები გაზრდილია +194,075,877 (+174.9%) აშშ დოლარით.

გურიის რეგიონში 53 კმ-მდე გზის რეაბილიტაციის სამუშაოები ხორციელდება

0

გურიის რეგიონში 53 კმ-მდე გზის რეაბილიტაციის სამუშაოები ხორციელდება. აქედან, 40 კმ-მდე მონაკვეთის რეაბილიტაცია წლის ბოლომდე არის დაგეგმილი.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში, რეაბილიტაცია უტარდება საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთი-ქობულეთის, ჩოხატაური-ბახმაროს, ოზურგეთი-ნატანები-ურეკის და ჩოხატაური-ზომლეთის საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებს, რომელიც მოიცავს ნასაკირალის უღელტეხილს. დასრულდა ოზურგეთი-ნატანები-ურეკის საავტომობილო გზის და საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთი-ქობულეთის საავტომობილო გზის, ჯამში, 6 კმ-მდე მონაკვეთის რეაბილიტაცია.

პროექტის ჯამური ღირებულება 50  მილიონი ლარია.

ანაკლიის პორტი სახელმწიფოს თანამონაწილეობით აშენდება

0

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ანაკლიის პორტი სახელმწიფოს თანამონაწილეობით აშენდება, სადაც 51%-ის მფლობელი სახელმწიფო იქნება. პარტნიორი კომპანია საერთაშორისოდ გამოცხადებული კონკურსის შედეგად შეირჩევა.

სავალდებულო სამხედრო სამსახური სრულად გადავა თავდაცვის სამინისტროს სისტემაში

0

სავალდებულო სამხედრო სამსახურის რეფორმირების შემდეგ, ყველა პირი, სავალდებულო სამხედრო სამსახურს მხოლოდ თავდაცვის უწყებაში გაივლის. შეიქმნება ეფექტური სისტემა და პროგრამები, რომლებიც თეორიულ სწავლებასთან ერთად, ინტენსიურ საბრძოლო სამხედრო მომზადებასაც მოიცავს. ამ პროგრამის დასრულების შემდეგ, პირს სავალდებულო სამხედრო სამსახური მოხდილი ექნება და მიენიჭება რიგითის წოდება.

ამასთანავე, 23 წლამდე ასაკის სტუდენტები, რომლებიც გადაწყვეტენ სამხედრო სამსახური სტუდენტობის დროს გაიარონ, შეძლებენ 4 წლის განმავლობაში, წელიწადში ერთი თვე გაიარონ სამხედრო ბაზებზე მომზადება. შედეგად, მათ 4 წლის თავზე გავლილი ექნებათ სავალდებულო სამხედრო სამსახური.

აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთაშორისო მაგისტრალური გზის შემადგენელ ორ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა გაიხსნა

0

აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთაშორისო მაგისტრალური გზის (E60-E70-ის) შემადგენელ ორ, ჯამში, 15 კმ-იან მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა გაიხსნა.

მოძრაობა გაიხსნა სამტრედია-გრიგოლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მეოთხე, 10 კმ-იან მონაკვეთზე, სადაც აშენდა 10 კმ სიგრძის 4 ზოლიანი ასფალტ–ბეტონის გზა, 2 პარალელური გზაგამტარი და 1 სატრანსპორტო კვანძი.

გზის ახალი მონაკვეთი გადის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე და სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის გზას უერთდება. სამუშაოების ღირებულებამ 113 მილიონი ლარი შეადგინა.

მოძრაობა, ასევე, გაიხსნა გრიგოლეთი-ქობულეთის 4 ზოლიანი მაგისტრალური გზის 5 კმ-ზე. გრიგოლეთი-ქობულეთის შემოვლითი გზის სამშენებლო სამუშაოები მოიცავს 14.4 კმ-იანი  4 ზოლიანი ასფალტ–ბეტონის გზის, 22 სახიდე გადასასვლელის, 4 სატრანსპორტო კვანძის, წყალგამტარი მილების და  მიწისქვეშა გასასვლელების მშენებლობას, სამუშაოები აქტიურად გრძელდება, რათა 14 კმ-იანი მონაკვეთი ექსპლუატაციაში სრულად 2023 წელს შევიდეს.

ამ მონაკვეთის საშუალებით, სამტრედია–გრიგოლეთის გზა ქობულეთის შემოვლით გზას დაუკავშირდება და სატრანსპორტო ნაკადები გრიგოლეთიდან ქობულეთის მიმართულებით უკვე ჩქაროსნული ავტომაგისტრალით  იმოძრავებს. პროექტის ღირებულება 228 მილიონი ლარია.

ახალ მონაკვეთებზე ტრანსპორტი იმოძრავებს საგზაო უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისი 4 ზოლიანი გზით, რომელიც, გაანახევრებს 15 კმ-იანი მონაკვეთზე გადაადგილების დროს.

ხაშურში, ზესტაფონსა და სამტრედიაში იუსტიციის სახლების მშენებლობა მიმდინარეობს

0

ხაშურში, ზესტაფონსა და სამტრედიაში იუსტიციის სახლების მშენებლობა მიმდინარეობს.

მშენებლობა 2023 წელს დასრულდება, რაც ადგილობრივ მოსახლეობას შესაძლებლობას მისცემს, იუსტიციის სახლის 470-ზე მეტი სერვისი თანამედროვე ინფრასტრუქტურაში მიიღოს.

ახალ ფილიალებში ქორწინების სივრცეებიც ამოქმედდება, რაც წყვილებს, ქორწინების რეგისტრაციის საზეიმო გარემოში აღნიშვნის შესაძლებლობას მისცემს.

მშენებლობების დასრულებისთანავე სამივე ქალაქში 55-მდე ადგილობრივი კადრი დასაქმდება.

დღეისათვის, ქვეყნის მასშტაბით, 117 იუსტიციის სახლი მოქალაქეებს ერთი ფანჯრის პრინციპით, სხვადასხვა საჯარო უწყებისა და კერძო სექტორის 470- ზე მეტ სერვისს სთავაზობს.

ქალაქ ლანჩხუთის წყალმომარაგების სისტემის პროექტირება-მშენებლობა იწყება

0

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული სახელმწიფო პროგრამის ,,მშენებლობა განვადებით“ ფარგლებში, ქალაქ ლანჩხუთის წყალმომარაგების სისტემის პროექტირება-მშენებლობაზე ხელშეკრულება გაფორმდა.

პროექტის მიხედვით, ქალაქ ლანჩხუთის 24 საათიანი წყალმომარაგებით უზრუნველსაყოფად მოეწყობა ახალი ჭაბურღილები და სატუმბო სადგური, რეაბილიტირდება არსებული საქლორატორო.

პროექტის დასრულების შედეგად, ქალაქ ლანჩხუთის მოსახლეობა 24 საათიანი ხარისხიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი.

წყლის დანაკარგების აღმოფხვრის მიზნით მოეწყობა 22კმ-მდე წყალმომარაგების ქსელი და 11,5კმ მაგისტრალური მილი, დამატებით რეაბილიტირდება 1,5კმ-მდე არსებული მაგისტრალური მილი.

სამშენებლო სამუშაოები 2025 წლის ბოლოს დასრულდება. პროექტს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან, 36 მილიონ ლარზე მეტი მოხმარდება.

სამტრედია-გრიგოლეთის მაგისტრალური გზის პროექტის I და IV მონაკვეთების მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა

0
default

სამტრედია-გრიგოლეთის მეოთხე, 9.5 კმ-იან მონაკვეთზე უკვე დასრულებულია 2 ხიდის, 1 სატრანსპორტო კვანძის, რკინაბეტონის მიწისქვეშა გასასვლელისა და წყალგამტარი მილის მშენებლობა. უახლოეს პერიოდში დაიწყება გარე განათების სისტემის მოწყობის სამუშაოებიც. გზის ეს მონაკვეთი გადის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, სოფლების ხაჟალიას და ახალსოფლის ჩრდილოეთით, კვეთს სოფელ სუფსას გარკვეულ ნაწილს და უერთდება სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის არსებულ გზას. მიმდინარე წლის ბოლომდე, გზის ამ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა გაიხსნება. პროექტის ღირებულება 113 მილიონი ლარია.

აქტიურად გრძელდება სამუშაოები სამტრედია-გრიგოლეთის პირველ, 11.5 კმ-იან მონაკვეთზეც, რომელიც გაივლის ქალაქ სამტრედიას და სამტრედიისა და აბაშის მუნიციპალიტეტის 4 სოფელს (ტოლებს, გორმაღალას, პირველ მაისს, გაუწყინარს), სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან 73 მილიონი ლარით ფინანსდება.

სამტრედია-გრიგოლეთის მაგისტრალური გზა აღმოსავლეთ-დასავლეთის E60 ჩქაროსნული ავტომაგისტრალის შემადგენელი ნაწილია, სადაც 4 ზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზის მშენებლობა მიმდინარეობს.