ხაშურში, ზესტაფონსა და სამტრედიაში იუსტიციის სახლების მშენებლობა მიმდინარეობს.
მშენებლობა 2023 წელს დასრულდება, რაც ადგილობრივ მოსახლეობას შესაძლებლობას მისცემს, იუსტიციის სახლის 470-ზე მეტი სერვისი თანამედროვე ინფრასტრუქტურაში მიიღოს.
ახალ ფილიალებში ქორწინების სივრცეებიც ამოქმედდება, რაც წყვილებს, ქორწინების რეგისტრაციის საზეიმო გარემოში აღნიშვნის შესაძლებლობას მისცემს.
მშენებლობების დასრულებისთანავე სამივე ქალაქში 55-მდე ადგილობრივი კადრი დასაქმდება.
დღეისათვის, ქვეყნის მასშტაბით, 117 იუსტიციის სახლი მოქალაქეებს ერთი ფანჯრის პრინციპით, სხვადასხვა საჯარო უწყებისა და კერძო სექტორის 470- ზე მეტ სერვისს სთავაზობს.