Home Blog გვერდი 169

17 000-ზე მეტ დევნილ ოჯახს საცხოვრებელი სახლი გადაეცა

0
keys on the door

17 000-ზე მეტ დევნილ ოჯახს საცხოვრებელი სახლი საკუთრებაში გადაეცა. 6 735 ოჯახს გადაეცა ახალაშენებული და რეაბილიტირებული ბინა. 2 534 ოჯახისთვის შეძენილია სახლი სოფლად.

ამასთან, 1 579 კერძო მესაკუთრისგან გამოსყიდულია და დევნილებისთვის გადაცემულია ბინები. ასევე, 375 დევნილი ოჯახისთვის დაფარულია იპოთეკური სესხი.

2019 წელს საცხოვრებელი ფართი კიდევ 2 000-მდე დევნილ ოჯახს გადაეცემა.

ქარელში ხილ-ბოსტნეულის შემნახველი ახალი სამაცივრო კომპლექსი ამოქმედდა

0

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვენატკოცაში ხილ-ბოსტნეულის შემნახველი ახალი საწარმო ამოქმედდა.

თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სამაცივრო მეურნეობა შპს „გლენბერი“ სახელმწიფოს დახმარებით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში შეიქმნა.

საწარმოს შექმნის ფინანსური მხარდაჭერა „სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის“ ფარგლებში მოხდა.

საწარმოში ჯამურად 5,000,000 ლარამდე ინვესტიცია განხორციელდა, აქედან, 600,000 ლარი გრანტია, ხოლო დანარჩენი თანხა ბენეფიციარის ინვესტიცია.

თბილისში 3000 სტუდენტზე გათვლილი ახალი სტუდენტური ქალაქი აშენდება

თბილისში 3000 სტუდენტზე გათვლილი ახალი სტუდენტური ქალაქი აშენდება.

პროექტით გათვალისწინებულია, მოეწყოს: საერთო და ინდივიდუალური ოთახები, ცენტრალური და საერთო სამზარეულოები, რეკრეაციული და სოციალური სივრცეები, ბიბლიოთეკები, სპორტული დარბაზები, აუზები და მულტიპროფილური გარე მოედნები, 24 საათიანი დაცვის და დასუფთავების სამსახურები.

სტუდენტური ქალაქის მშენებლობისთვის ადგილს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თსუ-ს მაღლივი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე გამოყოფს.

3000 სტუდენტზე გათვლილი საერთო საცხოვრებლით და სტუდენტებისთვის საჭირო მრავალი სერვისით არა მხოლოდ თსუ-ს, სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებიც ისარგებლებენ.

„აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის მხარდაჭერით “ლიდერფუდის” ახალი საწარმო გაიხსნა

0

საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ხორცპროდუქტების საწარმო „ლიდერფუდმა“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის მხარდაჭერით ახალი საწარმო აამოქმედა, რისთვისაც 22 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა და 500-ზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი შექმნა.

5600 კვადრატულ მეტრზე მეტი ფართობის შენობა აღჭურვილია უახლესი ტექნოლოგიებით.

შპს „ლიდერფუდი“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ფინანსური კომპონენტით სარგებლობს, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი 2 წლის განმავლობაში სესხის პროცენტის თანადაფინანსება, რომლის ოდენობაც ნახევარ მილიონ ლარს აღემატება, ეკონომიკის სამინისტროს სააგენტომ „აწარმოე საქართველოში“ განახორციელა.

წყნეთი-სამადლოსა და წყნეთი-ახალდაბის 4 კილომეტრიანი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დასრულდა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ წყნეთი-სამადლოსა და წყნეთი-ახალდაბის დაახლოებით 4-კილომეტრიანი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დაასრულა.

წყნეთი-სამადლოსა და წყნეთი-ახალდაბის გზის რეაბილიტაციაში ჩართულები იყვნენ უცხოელი ექსპერტები გერმანიიდან, თურქეთიდან, ავსტრიიდან და რუსეთიდან. გზის სირთულიდან გამომდინარე მშენებლობის პროცესში მაქსიმალურად იქნა გათვალისწინებული უსაფრთხოების ნორმები:

გაკეთდა სპეციალური ბადეები, რომელიც აჩერებს დიდი ინერციით მოძრავ ლოდებს. ეს მეთოდი აქამდე არ იყო საქართველოში აპრობირებული და ევროპიდან იქნა გადმოტანილი; დამონტაჟდა წინასწარი შეტყობინების სისტემები, რომელიც უმნიშვნელო ქანის გადაადგილებაზეც კი სიგნალს გადასცემს გზის შემოსასვლელში და გასასვლელში დაყენებულ შლაგბაუმებს და ავტომატურად დაიკეტება. მშენებლობის პროცესში გამოკვლეული იქნა დამეწყრილი ფერდობის საიმედოობის კოეფიციენტი, რომელშიც მოიაზრება სეისმური ბიძგები 8 ბალზე და ჰიდროლოგიური წნევები. მოხდა კვლევის შედეგად გამოვლენილი საეჭვო ზონების დაბურღვა და ქანების ანკერული გამაგრება.

ლილოში ენერგოეფექტიანი სამშენებლო მასალის ქარხანა აშენდება

საქართველოში ენერგოეფექტური სამშენებლო ბლოკის წარმოება დაიწყება. 15 მილიონი აშშ დოლარის საინვესტიციო მოცულობის პროექტი ლილოში იტონგის (Ytong) ბრენდის ენერგოეფექტური ბლოკის ქარხნის მშენებლობას გულისხმობს.

ქარხნის ხელმძღვანელობის ინფორმაციით, მშენებლობის დასრულების შემდეგ, საწარმოში თანამედროვე ტექნიკა-დანადგარები დამონტაჟდება, რაც ენერგოეფექტური სამშენებლო მასალის წარმოებას მოემსახურება.

კომპანიის მენეჯმენტის ცნობით, Ytong-ის ბლოკი, დაბალი თბოგამტარობის საშუალებით, მომხმარებელს შენობის გათბობა-გაგრილებისთვის საჭირო ენერგიაზე გაწეული ხარჯის 20-30%-ს დაუზოგავს. საწარმოო ხაზის სიმძლავრის გათვალისწინებით, ქარხანა წლიურად 160 000 კუბური მეტრი საკედლე ბლოკის წარმოებას გეგმავს, რომლის ნაწილი ადგილობრივ ბაზარზე გაიყიდება, ნაწილი კი ექსპორტზე გავა.

პროექტი “საპარტნიორო ფონდის”, კომპანია Ytong Capital-ისა და გერმანული კომპანია Xella-ს თანამშრომლობით ხორციელდება.

 

მსოფლიო ბანკის “Doing Business 2019 ” რეიტინგში საქართველო მე-6 ადგილზეა

0

მსოფლიო ბანკის „ბიზნესის კეთების“ 2019 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველომ უპრეცენდენტოდ დიდ წარმატებას მიაღწია და მსოფლიოს 190 ქვეყანას შორის მე-6 ადგილი დაიკავა.

რეიტინგში წინა წელთან შედარებით ქვეყნის პოზიცია 3 ადგილით გაუმჯობესდა, ხოლო სარეიტინგო ქულა – 0.48 პუნქტით და შედეგად, ქვეყანას 2019 წელს ისტორიული მაქსიმუმი – 83.28 ქულა აქვს.

აღსანიშნავია, რომ რეიტინგის მიხედვით, 2019 წელსაც საქართველო ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონში (24 ქვეყანას შორის) კვლავ ლიდერ პოზიციაზე იმყოფება. რეიტინგის მიხედვით, საქართველო ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონში 10-დან 7 ინდიკატორში ტოპ სამეულში შედის. აქედან, საქართველო პირველ პოზიციაზე იმყოფება ბიზნესის დაწყების, ქონების რეგისტრაციის, გადასახადების გადახდის და კრედიტის მიღების ინდიკატორებში.

ცინცაძისა და კარტოზიას ქუჩების გადაკვეთაზე ახალი კვანძი გაიხსნა

0

ორდონიანი სატრანსპორტო კვანძი უზრუნველყოფს აღნიშნულ ქუჩებზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხო და შეუფერხებელ მოძრაობას, განტვირთავს საცობებს საბურთალოს რაიონის ცენტრალურ ნაწილში და შეამცირებს ტრანსპორტის გადაადგილების დროს.

ასევე, მოეწყო ტექნიკური ტროტუარი, ახალი თანამედროვე სტანდარტების განათების სისტემა LED სანათებით, სკვერში ჩასასვლელი ლითონის კიბე. გარდა ამისა, სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა მიწისქვეშა კომუნიკაციებს.

აღსანიშნავია, რომ პირველად საქართველოში 165-მეტრიანი სატრანსპორტო კვანძი არაიმპორტირებული, საქართველოში დამზადებული ელემენტებით აშენდა.

ქობულეთის შემოვლითი გზის მეორე მონაკვეთი გაიხსნა

ტურისტული სეზონისთვის, ქობულეთის შემოვლითი გზის მეორე მონაკვეთის მშენებლობა დასრულდა და 18 კილომეტრიანი გზა ექსპლუატაციაში დღეიდან შევიდა. ქობულეთის ზღვისპირა ზოლიდან სატრანზიტო მოძრაობა ახალ გზაზე გადაერთო. ახალი გზა თბილისიდან ბათუმამდე მგზავრობის დროს 20-30 წუთით შეამცირებს.

ქობულეთის შემოვლითი გზის გახსნის ღონისძიებას, საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, აჭარის მთავრობის მეთაური ზურაბ პატარაძე და აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენელი საქართველოში იეშიმ ელჰან-კაიალარი ესწრებოდნენ.

აღსანიშნავია, რომ ქობულეთის შემოვლით გზაზე 2 გვირაბი და 15 ხიდი აშენდა, მათ შორის არის სოფ. საჩინოსთან, საქართველოში, ამ დროისთვის ყველაზე გრძელი ხიდი, რომლის სიგრძე 1 180 მეტრია.

ქობულეთის შემოვლითი გზის პირველი მონაკევთის მშენებლობა 2014 წელს დასრულდა, პირველი და მეორე მონაკვეთები ჯამში 31.7 კილომეტრია, რაც ქობულეთის ზღვისპირა ზოლს სრულად განტვირთავს სატრანზიტო მოძრაობისგან.

ქობულეთის ახალი შემოვლითი გზა რეგიონისთვის და ქვეყნის ეკონომიკისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტია. აჭარის ტერიტორიაზე გაადვილდება ადგილობრივი და სატრანზიტო საავტომობილო მიმოსვლა, მნიშვნელოვნად შემცირდება მგზავრობის დრო და შესაბამისად, ხარჯებიც. ქობულეთის ზღვისპირა ზოლიდან  სატრანზიტო მოძრაობის ახალ გზაზე გადართვა ხელს შეუწყობს კურორტის ეკოლოგიურად გაჯანსაღებასა და რეგიონში ტურიზმის სრულფასოვან განვითარებას.

ყაზბეგის მუნიციპალიტეტში დარიალის ხეობაში ახალი გვირაბი გაიხსნა

დარიალის ხეობაში 2 კილომეტრამდე სიგრძის გვირაბის მშენებლობა დასრულდა.

1,7კმ-იანი სიგრძის ახალი გვირაბი, რომლის სავალი ნაწილის სიგანე 8.5მ-ია დარიალისა და დევდორაკის ხეობების გადაკვეთის ადგილას აშენდა.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისი საკონტრაქტო ღირებულება 51 892 174.44 ლარია. სამშენებლო სამუშაოები 2017 წლის მაისში დაიწყო და 2018 წლის აგვისტოში დასრულდა. პროექტის ფარგლებში დასაქმებული იყო 140 ადამიანი.