საქართველოში ენერგოეფექტური სამშენებლო ბლოკის წარმოება დაიწყება. 15 მილიონი აშშ დოლარის საინვესტიციო მოცულობის პროექტი ლილოში იტონგის (Ytong) ბრენდის ენერგოეფექტური ბლოკის ქარხნის მშენებლობას გულისხმობს.

ქარხნის ხელმძღვანელობის ინფორმაციით, მშენებლობის დასრულების შემდეგ, საწარმოში თანამედროვე ტექნიკა-დანადგარები დამონტაჟდება, რაც ენერგოეფექტური სამშენებლო მასალის წარმოებას მოემსახურება.

კომპანიის მენეჯმენტის ცნობით, Ytong-ის ბლოკი, დაბალი თბოგამტარობის საშუალებით, მომხმარებელს შენობის გათბობა-გაგრილებისთვის საჭირო ენერგიაზე გაწეული ხარჯის 20-30%-ს დაუზოგავს. საწარმოო ხაზის სიმძლავრის გათვალისწინებით, ქარხანა წლიურად 160 000 კუბური მეტრი საკედლე ბლოკის წარმოებას გეგმავს, რომლის ნაწილი ადგილობრივ ბაზარზე გაიყიდება, ნაწილი კი ექსპორტზე გავა.

პროექტი “საპარტნიორო ფონდის”, კომპანია Ytong Capital-ისა და გერმანული კომპანია Xella-ს თანამშრომლობით ხორციელდება.

 

Previous articleმსოფლიო ბანკის “Doing Business 2019 ” რეიტინგში საქართველო მე-6 ადგილზეა
Next articleწყნეთი-სამადლოსა და წყნეთი-ახალდაბის 4 კილომეტრიანი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დასრულდა