მსოფლიო ბანკის „ბიზნესის კეთების“ 2019 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველომ უპრეცენდენტოდ დიდ წარმატებას მიაღწია და მსოფლიოს 190 ქვეყანას შორის მე-6 ადგილი დაიკავა.
რეიტინგში წინა წელთან შედარებით ქვეყნის პოზიცია 3 ადგილით გაუმჯობესდა, ხოლო სარეიტინგო ქულა – 0.48 პუნქტით და შედეგად, ქვეყანას 2019 წელს ისტორიული მაქსიმუმი – 83.28 ქულა აქვს.
აღსანიშნავია, რომ რეიტინგის მიხედვით, 2019 წელსაც საქართველო ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონში (24 ქვეყანას შორის) კვლავ ლიდერ პოზიციაზე იმყოფება. რეიტინგის მიხედვით, საქართველო ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონში 10-დან 7 ინდიკატორში ტოპ სამეულში შედის. აქედან, საქართველო პირველ პოზიციაზე იმყოფება ბიზნესის დაწყების, ქონების რეგისტრაციის, გადასახადების გადახდის და კრედიტის მიღების ინდიკატორებში.