თბილისში 3000 სტუდენტზე გათვლილი ახალი სტუდენტური ქალაქი აშენდება.
პროექტით გათვალისწინებულია, მოეწყოს: საერთო და ინდივიდუალური ოთახები, ცენტრალური და საერთო სამზარეულოები, რეკრეაციული და სოციალური სივრცეები, ბიბლიოთეკები, სპორტული დარბაზები, აუზები და მულტიპროფილური გარე მოედნები, 24 საათიანი დაცვის და დასუფთავების სამსახურები.
სტუდენტური ქალაქის მშენებლობისთვის ადგილს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თსუ-ს მაღლივი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე გამოყოფს.
3000 სტუდენტზე გათვლილი საერთო საცხოვრებლით და სტუდენტებისთვის საჭირო მრავალი სერვისით არა მხოლოდ თსუ-ს, სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებიც ისარგებლებენ.