საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ხორცპროდუქტების საწარმო „ლიდერფუდმა“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის მხარდაჭერით ახალი საწარმო აამოქმედა, რისთვისაც 22 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა და 500-ზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი შექმნა.
5600 კვადრატულ მეტრზე მეტი ფართობის შენობა აღჭურვილია უახლესი ტექნოლოგიებით.
შპს „ლიდერფუდი“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ფინანსური კომპონენტით სარგებლობს, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი 2 წლის განმავლობაში სესხის პროცენტის თანადაფინანსება, რომლის ოდენობაც ნახევარ მილიონ ლარს აღემატება, ეკონომიკის სამინისტროს სააგენტომ „აწარმოე საქართველოში“ განახორციელა.