Home Blog გვერდი 168

გერგეტის სამების ეკლესიამდე მისასვლელი გზის მშენებლობა დასრულდა

ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, გერგეტის სამების ეკლესიამდე მისასვლელი 5.6 კილომეტრიანი გზის მშენებლობა დასრულდა. ტაძრამდე მისასვლელი ძველი გზა ახლის პარალელურად იარსებებს.

პროექტის ფარგლებში მოეწყო ცემენტ-ბეტონის საფარიანი ახალი გზა, წყალგამტარი მილები, გზის საყრდენი კედლები, ავტომობილების გასაჩერებელი მოედნები და განხორციელდა გზის კეთილმოწყობის სამუშაოები. ასევე, ახალ გზაზე დამონტაჟდა საგზაო ნიშნები და ჩატარდა გზის ჰორიზონტალური მონიშვნის სამუშაოებიც. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 7 793 854 ლარით დაფინანსდა.

ქრონიკული დაავადებების მქონე, ასაკით პენსიონერებისა და შშმ პირებისთვის მედიკამენტებზე ფასები 50%-ით და მეტით შემცირდა

ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამა ფართოვდება. პრეპარატებზე ფასები ასაკით პენსიონერებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) პირებისთვის მნიშვნელოვნად შემცირდება.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულ ჯგუფებს ყველაზე გავრცელებული ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებზე საბაზრო ღირებულების 50 პროცენტი და მეტი ოდენობის ფასდაკლება შეეხებათ.

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ 2017 წლის ივლისიდან ამოქმედდა პროგრამა, რომელიც სოციალურად დაუცველ მოსახლეობას ქრონიკული დაავადებების სამკურნალო 23 მედიკამენტის სიმბოლურ ფასად – 1 ლარად შეძენის საშუალებას აძლევს.

2018 წლის 13 აგვისტოდან კი, საქართველოს ყველა მოქალაქეს შესაძლებლობა აქვს დიაბეტის მეორე ტიპის სამკურნალო მედიკამენტებზე, სხვადასხვა სააფთიაქო ქსელებში, 50 პროცენტამდე ფასდაკლებით ისარგებლოს. პროგრამის გაფართოება უახლოეს მომავალში კვლავ იგეგმება.

 

რეფორმები შინაგან საქმეთა სამინისტროში

0

შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე რეფორმების ფარგლებში მნიშვნელოვანი სიახლეები იგეგმება:
ბინათმშენებლობის პროგრამა – გულისხმობს თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდსა და რუსთავში პოლიციელებისათვის ბინების გადაცემას, მათთვის სოციალური გარანტიების გაზრდასა და ცხოვრების გრძელვადიანი დაგეგმვის შესაძლებლობას.
სამართალდამცავთათვის ანაზღაურების გაზრდა – გულისხმობს ადმინისტრაციული ხარჯების შემცირების გზით 13 200 პოლიციელის ხელფასის 250 ლარით მომატებას.
აღჭურვილობის განახლება – თანამშრომლების აღჭურვა სამხრე კამერებით, ასევე სამეთვალყურეო კამერების მონტაჟი ქვეყნის მასშტაბით.
ეს მხოლოდ ნაწილია იმ ცვლილებებისა, რომლებიც დაგეგმილია შინაგან საქმეთა სამინისტროში და რომლებიც მიზნად ისახავს ამ უწყების როგორც ეფექტიანობის, ასევე გამჭვირვალობის მნიშვნელოვან გაუმჯობესებას.

ბათუმში კენ ვოლკერის სახელობის სამედიცინო რეაბილიტაციის საუნივერსიტეტო კლინიკა გაიხსნა

0

„კენ ვოლკერის სახელობის სამედიცინო რეაბილიტაციის საუნივერსიტეტო კლინიკა“ ბათუმში, ბაქოს ქუჩის N8-ში (ყოფილი გოგებაშვილის N40) გაიხსნა. კლინიკა აღჭურვილია ამერიკული მაღალტექნოლოგიური სარეაბილიტაციო მოწყობილობებით.

ცენტრში დასაქმებულნი არიან „ფიზიკური რეაბილიტაციის პროექტის” სასწავლო პროგრამის ფარგლებში გადამზადებული ადგილობრივი სპეციალისტები: ფიზიკური თერაპევტები, ოკუპაციური თერაპევტი. კლინიკა ემორის უნივერსიტეტის პროფესორის, საქართველოსა და თბილისის საპატიო მოქალაქის კენეტ ვოლკერის სახელს ატარებს. პროფესორ ვოლკერს უკავშირდება საქართველოს ჯანდაცვისა და სამედიცინო საგანმანათლებლო სფეროებში განხორციელებული არაერთი წარმატებული პროექტი, მათ შორის ბოლო ინიციატივით- „ფიზიკური რეაბილიტაციის პროექტი საქართველოში.

ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი სავაჭრო ცენტრი „ჰუალინგი თბილისის ზღვის პლაზა“ გაიხსნა

0

ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი სავაჭრო ცენტრი – „ჰუალინგი თბილისის ზღვის პლაზა“ გაიხსნა.

პლაზის მომხმარებელს დახვდება 400-მდე მაღაზია. პლაზაში ასევე განთავსდება კვების ობიექტები, ბანკები და სხვა დაწესებულებები.

ჰუალინგ ჯგუფმა პლაზის მშენებლობაში დაახლოებით 150 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა.

თბილისის ზღვის პლაზის ფართობი 110 ათასი კვადრატული მეტრია.

პლაზის შენობა საქართველოში ყველაზე თანამედროვე ხანძარსაწინააღმდეგო სისტემით არის აღჭურვილი.

ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმი რეაბილიტირდა

ფონდ „ქართუსა“ და „საქართველოს ისტორიულ ძეგლთა დაცვისა და გადარჩენის ფონდის“ დაფინანსებით ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმი რეაბილიტირდა

რეაბილიტაცია ჩაუტარდა სახლს, სამეურნეო ნაგებობებს, სარდაფს, სახურავს გარე ფასადებსა და აივნებს. აღდგა კარ-ფანჯარა და გაიმართა გათბობა/კონდიცირების სისტემა.

განახლდა უნიკალურ მცენარეთა დენდროპარკი და მიმდინარეობს ეზოს რეაბილიტაციის პროექტი.

ბათუმში ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი რესტავრირდა

ბათუმში ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი რესტავრირდა.

გარდა შენობის რესტავრაციისა, თეატრში დამონტაჟდა:
· განათებისა და გახმოვანების თანამედროვე სისტემები;
· სცენის ახალი მექანიზმები და თანამედროვე სადადგმო ტექნოლოგიები.

შენობაში არსებული დიდი და მცირე სცენა პარალელურ რეჟიმში სხვადასხვა წარმოდგენის გამართვას შესაძლებელს გახდის.

თეატრი გათვლილია 480 მაყურებელზე და ადაპტირებულია შშმ პირებზე.

თეატრი უმასპინძლებს მსოფლიო დონის თეატრალურ დასებს.

თეატრის რეაბილიტაცია ფონდ “ქართუს” მიერ 14,5 მლნ. ლარით დაფინანსდა.

თელავში ბატონის ციხის რეაბილიტაცია დასრულდა

ბატონის ციხის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი უკვე დასრულდა. ერეკლე მეორის სახლ-მუზეუმი 18 მაისს გაიხსნება. პროექტის საერთო ღირებულებამ 7 მილიონი შეადგინა. სამუშაოები მსოფლიო ბანკისა და საქართველოს მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა.

კახეთის გზატკეცილის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს

0

კახეთის გზატკეცილზე, მარცხენა სათადარიგო ზოლის სრული აღდგენა-რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს. აღნიშნული სამუშაოებისთვის ბიუჯეტიდან 8.5 მლნ ლარია გამოყოფილი. GWP 2 მლნ ლარის ინვესტიციებს განახორციელებს. სრულად შეიცვლება საკომუნიკაციო მოწყობილობები, ასევე დაგეგმილია ცენტრალური ზოლების შეკეთება

ბათუმის ახალაშენებული ესტაკადა გაიხსნა

ბათუმის ახალაშენებულ ესტაკადაზე მოძრაობა დღეს გაიხსნა. პროექტი სფარგლებში უკვე დასრულდა ესტაკადის 915 მეტრის სიგრძის მონაკვეთის მოასფალტება. მოეწყო და გამწვანდა ესტაკადის გამყოფი ზოლი. დასრულდა ბორდიურების, განათების ბოძების და სანიაღვრე ქსელების მოწყობის სამუშაოები. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ტროტუარების მოწყობა და ესტაკადის ფრანგული კედლის მოპირკეთება. დაგეგმილია პროექტით გათვალისწინებული 5 დამხმარე გზისმშენებლობა (მოასფალტება). ამ ეტაპზე სამშენებლო პროცესში დაახლოებით 90 ადამიანია დასაქმებული.