ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, გერგეტის სამების ეკლესიამდე მისასვლელი 5.6 კილომეტრიანი გზის მშენებლობა დასრულდა. ტაძრამდე მისასვლელი ძველი გზა ახლის პარალელურად იარსებებს.
პროექტის ფარგლებში მოეწყო ცემენტ-ბეტონის საფარიანი ახალი გზა, წყალგამტარი მილები, გზის საყრდენი კედლები, ავტომობილების გასაჩერებელი მოედნები და განხორციელდა გზის კეთილმოწყობის სამუშაოები. ასევე, ახალ გზაზე დამონტაჟდა საგზაო ნიშნები და ჩატარდა გზის ჰორიზონტალური მონიშვნის სამუშაოებიც. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 7 793 854 ლარით დაფინანსდა.