ბათუმის ახალაშენებულ ესტაკადაზე მოძრაობა დღეს გაიხსნა. პროექტი სფარგლებში უკვე დასრულდა ესტაკადის 915 მეტრის სიგრძის მონაკვეთის მოასფალტება. მოეწყო და გამწვანდა ესტაკადის გამყოფი ზოლი. დასრულდა ბორდიურების, განათების ბოძების და სანიაღვრე ქსელების მოწყობის სამუშაოები. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ტროტუარების მოწყობა და ესტაკადის ფრანგული კედლის მოპირკეთება. დაგეგმილია პროექტით გათვალისწინებული 5 დამხმარე გზისმშენებლობა (მოასფალტება). ამ ეტაპზე სამშენებლო პროცესში დაახლოებით 90 ადამიანია დასაქმებული.