შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე რეფორმების ფარგლებში მნიშვნელოვანი სიახლეები იგეგმება:
ბინათმშენებლობის პროგრამა – გულისხმობს თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდსა და რუსთავში პოლიციელებისათვის ბინების გადაცემას, მათთვის სოციალური გარანტიების გაზრდასა და ცხოვრების გრძელვადიანი დაგეგმვის შესაძლებლობას.
სამართალდამცავთათვის ანაზღაურების გაზრდა – გულისხმობს ადმინისტრაციული ხარჯების შემცირების გზით 13 200 პოლიციელის ხელფასის 250 ლარით მომატებას.
აღჭურვილობის განახლება – თანამშრომლების აღჭურვა სამხრე კამერებით, ასევე სამეთვალყურეო კამერების მონტაჟი ქვეყნის მასშტაბით.
ეს მხოლოდ ნაწილია იმ ცვლილებებისა, რომლებიც დაგეგმილია შინაგან საქმეთა სამინისტროში და რომლებიც მიზნად ისახავს ამ უწყების როგორც ეფექტიანობის, ასევე გამჭვირვალობის მნიშვნელოვან გაუმჯობესებას.