Home Blog გვერდი 154

ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით სოფელ გორაბერეჟოულში ერისთავების სასახლის და სოფელ ერკეთის დედათა მონასტრის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით სოფელ გორაბერეჟოულში ერისთავების სასახლის რეაბილიტაციის პროცესი და სოფელ ერკეთის მთავარანგელოზის სახელობის დედათა მონასტრის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

მიმდინარე წელს ფონდი „ქართუ“-ს ფინანსური რესურსით უზრუნველყოფილი იქნება 53 კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის რეაბილიტაციის პროცესი.

თბილისში ახალი პარკი გაშენდება

0

2020 წელს თბილისს კიდევ ერთი ულამაზესი ადგილი შეემატება. დიღმის ჭალების პარკის მოწყობის მიზნით დედაქალაქის მერიამ ტენდერი უკვე გამოაცხადა.

აღნიშნულ ტერიტორიაზე მოეწყობა: ხელოვნური ტბა, ამფითეატრი, მედიათეკა, საბავშვო ატრაქციონები, სპორტული სივრცე, 40 ავტომობილზე გათვლილი პარკინგი, გაიხსნება მდინარე მტკვრის სანაპირო, სადაც ეკო ხიდი მოეწყობა. პარკის ტერიტორიაზე ჯამში, დამატებით 752 ახალი მცენარე გაშენდება.

თბილისში ახალი პარკი გაშენდება

0

2020 წელს თბილისს კიდევ ერთი ულამაზესი ადგილი შეემატება. დიღმის ჭალების პარკის მოწყობის მიზნით დედაქალაქის მერიამ ტენდერი უკვე გამოაცხადა.

აღნიშნულ ტერიტორიაზე მოეწყობა: ხელოვნური ტბა, ამფითეატრი, მედიათეკა, საბავშვო ატრაქციონები, სპორტული სივრცე, 40 ავტომობილზე გათვლილი პარკინგი, გაიხსნება მდინარე მტკვრის სანაპირო, სადაც ეკო ხიდი მოეწყობა. პარკის ტერიტორიაზე ჯამში, დამატებით 752 ახალი მცენარე გაშენდება.

თბილისში 21 ოჯახს საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად გადაეცემა

თბილისის მერია დიღმის მეორე მიკრორაიონის 27-ე კორპუსში მცხოვრებ 21 ოჯახს სიმბოლურ ფასად ერთ ლარად საცხოვრებელ ფართებს გადასცემს. ეს ადამიანები აქ წლების განმავლობაში ცხოვრობენ და გარკვეული ბიოროკრატიული პრობლემების გამო, ვერ ახერხებდნენ ფართების დაკანონებას.

საქართველო ყველაზე დინამიკური საინვესტიციო მიმზიდველობის მქონე ქვეყნებს შორის დასახელდა

0

ავტორიტეტულმა საერთაშორისო ფინანსურმა გამოცემამ Global Finance-მა საქართველო იმ ქვეყნებს მიაკუთვნა, რომლებიც საყურადღებოა მკვეთრი ზრდისა და ინვესტორების მხრიდან ინტენსიური ინტერესიდან გამომდინარე. ამ ჯგუფში საქართველო არის მოწინავე ევროპის ქვეყნებს შორის.

Global Finance-ი საქართველოს აღწერს როგორც ქვეყანას, რომელიც ხასიათდება ბიზნეს გარემოს სწრაფი გაუმჯობესებით, მაღალი ზრდითა და ძლიერი კავშირებით ევროკავშირთან.

Global Finance-ის აღნიშნული შეფასებისას ეყრდნობა ხუთ ეკონომიკურ კომპონენტს: მშპ-ს ზრდის პროგნოზს, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ცვლილებას, კორუფციის აღქმას ქვეყანაში, ქვეყნის კონკურენტუნარიანობას და ბიზნესის კეთების სიმარტივეს. ამასთან, ეკონომიკური კომპონენტების მიხედვით, საქართველო ხვდება ტოპ 10 საუკეთესო შედეგის მქონე ქვეყნებს შორის ბიზნესის კეთების სიმარტივის და კორუფციის აღქმის კომპონენტის მიხედვით.

ევროპის ქუჩის რეაბილიტაცია დაიწყო

0

თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა, კახეთის გზატკეცილის კაპიტალური რეაბილიტაციის ფარგლებში, თბილისის საერთაშორისო აეროპორტამდე მისასვლელი გზის – ევროპის ქუჩის რეაბილიტაცია დაიწყო.

სარეაბილიტაციო სამუშაოები ორ ეტაპად ხორციელდება. თავდაპირველად, გადაიკეტა აეროპორტიდან თბილისის მიმართულებით სავალი ნაწილი ერთი თვის განმავლობაში და საპირისპირო მიმართულება დროებით ორმხრივი გახდა. პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ, სამუშაოები თბილისიდან აეროპორტის მიმართულებით განხორციელდება და საპირისპირო მიმართულებაზე სატრანსპორტო ნაკადი ასევე, 30 დღით გადაერთვება.
რეაბილიტაცია ჩაუტარდება საავტომობილო სავალი გზის ნაწილს, განახლდება ბორდიურები და ტროტუარი, გამყოფ ზოლში მოეწყობა თვალამრიდები. 40 000 მ2 სიგრძეზე დაიგება ასფალტის ახალი საფარი.

თბილისის მეტროს რეაბილიტაცია გრძელდება

0

თბილისის მეტროს რეაბილიტაცია გრძელდება, რისთვისაც აზიის განვითარების ბანკის ხელშეწყობით, გამოყოფილი არის 15 მილიონი აშშ დოლარი, რომელიც მოხმარდება კაბელების ჩანაცვლებას და მთლიან რეაბილიტაციას. რაც მეტრო გაიხსნა, მას შემდეგ ამ ტიპის სამუშაოები არ ჩატარებულა. შესაბამისად, თბილისის მერია იწყებს ამ პროექტის განხორციელებას.

დაახლოების 450 კილომეტრი ძალოვანი კაბელი იქნება მთლიანად შეცვლილი ახალი თანამედროვე აისო სტანდარტის კაბელებით. ამ პროექტის ფარგლებში ასევე მოხდება 28 საგვირაბე გამნიავებლისა და 32 ახალი ევროპული სტანდარტის ვენტილატორების მონტაჟი.

თბილისის მერიამ უკვე დაიწყო მუშაობა ვაგონების რეაბილიტირებაზე, რამდენიმე შემადგენლობა უკვე რეაბილიტირებულია და ემსახურება მგზავრებს.

ფიროსმანის და ფურცელაძის ქუჩების, ასევე თაბუკაშვილის ქუჩის ნაწილის რეაბილიტაციას იწყება

0

თბილისის მერია ფიროსმანის, ფურცელაძის და თაბუკაშვილის ქუჩების რეაბილიტაციას იწყებს, ასევე, იგეგმება თაბუკაშვილის #46-ში მდებარე ე.წ. კადეტთა კორპუსის რეაბილიტაციაც, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული.

დაბა ურეკში ბულვარის რეაბილიტაცია დაიწყო

დაბა ურეკში ბულვარის და მისი მიმდებარე ცენტრალური ქუჩების რეაბილიტაცია დაიწყო.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ურეკის ბულვარის სრული რეაბილიტაცია, რაც ითვალისწინებს: გარე განათებას, ველო-ბილიკების მოწყობას, საპირფარეშოების მშენებლობას, მცირე მოედნებისა და სივრცეების მოწყობას ღია სეზონური კაფეებისთვის და კომერციული ობიექტებისთვის. ასევე დაგეგმილია ბულვარის პარალელურ ქუჩებზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა და გარე განათების დამონტაჟება. ბულვარი სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.

დაბა ურეკში ბულვარის რეაბილიტაცია ხელს შეუწყობს ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას, რაც თავის მხრივ გაზრდის ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმების შესაძლებლობას.

 

ორბელიანის მოედნის რეაბილიტაცია დასრულდა

0

20 შენობიდან 10 აშენდა ხელახლა, ხოლო დანარჩენს, მათ შორის ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს, ჩაუტარდა რესტავრაცია-რეაბილიტაცია

ძეგლებზე აღდგა ყველა არქიტექტურული და მხატვრული დეტალი

სრულად განახლდა შიდა ეზოები

რეაბილიტაცია ჩაუტარდა 9 აპრილის სახელობის და ორბელიანების სახელობის სკვერებს

აშენდა 170 მანქანაზე გათვლილი მიწისქვეშა ავტოსადგომი