2020 წელს თბილისს კიდევ ერთი ულამაზესი ადგილი შეემატება. დიღმის ჭალების პარკის მოწყობის მიზნით დედაქალაქის მერიამ ტენდერი უკვე გამოაცხადა.

აღნიშნულ ტერიტორიაზე მოეწყობა: ხელოვნური ტბა, ამფითეატრი, მედიათეკა, საბავშვო ატრაქციონები, სპორტული სივრცე, 40 ავტომობილზე გათვლილი პარკინგი, გაიხსნება მდინარე მტკვრის სანაპირო, სადაც ეკო ხიდი მოეწყობა. პარკის ტერიტორიაზე ჯამში, დამატებით 752 ახალი მცენარე გაშენდება.

Previous articleთბილისში 21 ოჯახს საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად გადაეცემა
Next articleთბილისში ახალი პარკი გაშენდება