თბილისის მეტროს რეაბილიტაცია გრძელდება, რისთვისაც აზიის განვითარების ბანკის ხელშეწყობით, გამოყოფილი არის 15 მილიონი აშშ დოლარი, რომელიც მოხმარდება კაბელების ჩანაცვლებას და მთლიან რეაბილიტაციას. რაც მეტრო გაიხსნა, მას შემდეგ ამ ტიპის სამუშაოები არ ჩატარებულა. შესაბამისად, თბილისის მერია იწყებს ამ პროექტის განხორციელებას.
დაახლოების 450 კილომეტრი ძალოვანი კაბელი იქნება მთლიანად შეცვლილი ახალი თანამედროვე აისო სტანდარტის კაბელებით. ამ პროექტის ფარგლებში ასევე მოხდება 28 საგვირაბე გამნიავებლისა და 32 ახალი ევროპული სტანდარტის ვენტილატორების მონტაჟი.
თბილისის მერიამ უკვე დაიწყო მუშაობა ვაგონების რეაბილიტირებაზე, რამდენიმე შემადგენლობა უკვე რეაბილიტირებულია და ემსახურება მგზავრებს.