თბილისის მერია დიღმის მეორე მიკრორაიონის 27-ე კორპუსში მცხოვრებ 21 ოჯახს სიმბოლურ ფასად ერთ ლარად საცხოვრებელ ფართებს გადასცემს. ეს ადამიანები აქ წლების განმავლობაში ცხოვრობენ და გარკვეული ბიოროკრატიული პრობლემების გამო, ვერ ახერხებდნენ ფართების დაკანონებას.