ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით სოფელ გორაბერეჟოულში ერისთავების სასახლის რეაბილიტაციის პროცესი და სოფელ ერკეთის მთავარანგელოზის სახელობის დედათა მონასტრის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
მიმდინარე წელს ფონდი „ქართუ“-ს ფინანსური რესურსით უზრუნველყოფილი იქნება 53 კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის რეაბილიტაციის პროცესი.