Home Blog გვერდი 146

ლაგოდეხის ნაკრძალში საქართველოში პირველი ხის კენწეროების ბილიკი მოეწყობა

საჰაერო ბილიკს, ხიდებს, საგანმანათლებლო და საინტერპრეტაციო ინტერაქტიულ პორტალებს.მსგავსი ბილიკები მხოლოდ მსოფლიოს წამყვან ეროვნულ პარკებშია.

ბილიკი, წინასწარი გათვლებით ერთი წლის განმავლობაში 60 000 – 100 000 ადამიანის მასპინძლობას შეძლებს.პროექტის მიხედვით, ბილიკი წრიული იქნება და მისი სიგრძე 500 მეტრი იქნება.

მეტროს სრული რეაბილიტაცია და მიწისზედა მეტროს განვითარება

0
დაგეგმილია ჯამში 22 მეტროსადგურის რეაბილიტაცია
 
თბილისის “მეტროპოლიტენს” დაემატება 12 ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი შემადგენლობა
 
მოცდის რეჟიმი მცირდება და იზრდება გადაყვანილ მგზავრთა რაოდენობა

დამოუკიდებელი მიწისზედა მეტროს ხაზი, მეტროსადგურ „სამგორიდან“ აეროპორტის ჩათვლით, ლილოს ბაზრობამდე რვა ახალ სადგურს დააკავშირებს
პარალელურ რეჟიმში, ხორციელდება თბილისის მეტროს რუსთავთან დაკავშირების ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა, რომლის ფარგლებშიც, მეტროს ხაზით რუსთავთან დაკავშირების ოპტიმალური მარშრუტი შეირჩევა
სწრაფი და იაფი ტრანსპორტის განვითარებით, ახალ მარშრუტებზე წვდომა 260 000 ადამიანს გაუჩნდება.

“მზიურის პარკის” რეაბილიტაცია მიმდინარეობს

0

პროექტი მოიცავს 13 ივნისის წყალდიდობის შედეგად დაზიანებული ჭ.ამირეჯიბის გზატკეცილის მიმდებარედ არსებული გამწვანებისა და პარკის სრულად განახლებას.

„მზიურის“ რეაბილიტაციის ფარგლებში აღდგება არსებული მოზაიკები, ხიდები, კიბეები და გამოიცვლება ყველა კომუნიკაცია: კანალიზაცია, სასმელი წლის, ირიგაციის, ხანძარსაწინააღმდეგო და გარე განათების სისტემები.

პარკის ტერიტორიაზე მოეწყობა საველოსიპედე ბილიკები, სკამები, ურნები, ფანჩატურები, სასმელი წყლის სოკოები, დასასვენებელი ადგილები და დადგება ზონირების შესაბამისი ნიშნები. ასევე, გაკეთდება სკეიდბორდისა და საბავშვო გასართობი მოედნები, პარკური.

დიდ დიღომში იოანე პეტრიწის ქუჩის რეაბილიტაცია დასრულდა

0

როექტის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდა მიწისქვეშა საკომუნიკაციო ქსელს, დაიგო ასფალტის ახალი საფარი, მოეწყო ბორდიურები და ტროტუარები. მთლიანად გამოიცვალა გარე განათების ქსელი და დამონტაჟდა 61 ერთეული LED სანათი.

პროექტზე დედაქალაქის ბიუჯეტიდან დაახლოებით მილიონ ნახევარი ლარი დაიხარჯა.რეაბილიტაციის პროექტის დასრულების შემდეგ პეტრიწის ქუჩა გამწვანდა: ჯამში 513 ძირი, 7 სახეობის მერქნიანი მცენარე დაირგო, მათ შორის, 377 ძირი, 4 სახეობის ბუჩქი და 136 ძირი, 3 მეტრზე მაღალი, სამი სახეობის ხე. გარდა ამისა, იგეგმება ბალახის დათესვა ჰიდროთესვის პრინციპით.

დასავლეთ სარდლობის სამხედრო ბაზებზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაიწყო

0

სასადილოების, სასაწყობე და დამხმარე ნაგებობების კაპიტალური რეაბილიტაცია – მშენებლობა, ღია და დახურულ სივრცეში მულტიფუნქციური სტადიონებისა და სპორტდარბაზების მოწყობა 2020 წლის ბოლომდე დასრულდება. შენობების რეაბილიტაციის გარდა, მიმდინარეობს სველი წერტილების რემონტი, შემოღობვისა და გარე განათების აღდგენა, საინჟინრო კომუნიკაციებისა და შიდა გზების მოწესრიგება.

ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის 2019 წელთან შედარებით 4-ჯერ მეტი, 100 მლნ ლარი დაიხარჯება, რაც თვისობრივად გააუმჯობესებს და ნატოს წამყვანი ქვეყნების სტანდარტს გაუთანაბრებს ქართული ჯარის ინფრასტრუქტურას, ყველა ყაზარმისა და სასადილოს სრული რეაბილიტაცია კი, თვისობრივად გააუმჯობესებს სამხედროების საცხოვრებელ პირობებს.

შსს-ს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ახალი შენობა ამოქმედდა

0

შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ახალ შენობაში სხვადასხვა მიმართულების ექსპერტიზის 20 ლაბორატორია ამოქმედდა, მათ შორის საერთაშორისო სტანდარტების გენეტიკური (დნმ) ლაბორატორია.

საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ახალ ადმინისტრაციულ შენობაში ყველა ლაბორატორია მოწყობილია ISO სტანდარტების სრული დაცვით.

ახალი ლაბორატორიები მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს დანაშაულების სწრაფ და ეფექტიან გამოძიებას.

ახალ შენობაში თანამშრომელთათვის გაუმჯობესებული სამუშაო პირობებია და ექსპერტიზის ლაბორატორიების გარდა, განთავსებულია ბალისტიკური ტირი, სპეციალური საცავები, სამუშაო სივრცეები, ასევე, მოეწყო სამუზეუმო-საგამოფენო სივრცე და რეკრეაციული ზონა. შენობა აღჭურვილია ხანძარსაწინააღმდეგო და უსაფრთხოების თანამედროვე, მძლავრი სისტემებით.

თბილისის საზოგადოებრივ ტრანსპორტს 54 ავტობუსი შეემატა

0

ავტობუსები მუნიციპალური ავტოპარკის განახლების პროექტის ფარგლებში იქნა შესყიდული.

220 ერთეული ISUZU-ს მარკის 8-მეტრიანი ავტობუსები, ისევე როგორც MAN-ის მარკის ავტობუსები მუშაობს euro 6 ემისიის სტანდარტის დიზელის ძრავზე. 8-მეტრიანი ავტობუსები გათვლილია 53 მგზავრზე, აქედან 21 დასაჯდომი ადგილით, ხოლო MAN-ის მარკის ავტობუსები კი სულ 82 მგზავრზე და აქედან 27 დასაჯდომი ადგილია.

ორივე მარკის ავტობუსები სრულად ადაპტირებულია შშმ პირთათვის: სალონში გამოყოფილია სპეციალური სივრცე და გააჩნია გადმოსაშლელი პანდუსი, ეტლით ავტობუსში ასვლის უზრუნველსაყოფად. ავტობუსში განთავსებულია როგორც wifi მოდემი, რომელიც უზრუნველყოფს მთლიანი ავტობუსის wifi-ს სიგნალით დაფარვას, ასევე თანამედროვე სტანდარტის, ინტეგრირებული გათბობის, კონდენცირების და ვენტილაციის სისტემები.

ავტობუსს გააჩნია ანტივანდალური ვიდეო მონიტორინგისა და საინფორმაციო ხმოვანი შეტყობინებების სისტემები და usb-დამტენები.

2018 წლის ოქტომბერში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით მშპ 6,7%-ით გაიზარდა

0

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2018 წლის ოქტომბერში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდის ტემპმა 6,7 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2018 წლის პირველი ათი თვის საშუალო რეალური ზრდა 5,1 პროცენტს შეადგენს.

საქსტატის წინასწარი შეფასებით, 2018 წლის ოქტომბერში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდა შეინიშნებოდა დამამუშავებელი მრეწველობის, ვაჭრობის და მშენებლობის დარგებში.

ზემო იმერეთი-რაჭის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა-რეკონსტრუქცია მიმდინარეობს

ზემო იმერეთი-რაჭის დამაკავშირებელი 52 კმ-მდე გზის მშენებლობა-რეკონსტრუქცია აქტიურად მიმდინარეობს

არსებული გზა გრუნტოვანი იყო, პროექტის შესაბამისად კი გზის სრული რეაბილიტაცია მოხდება და ასფალტ-ბეტონის საფარი დაიგება
ზემო იმერეთი-რაჭის დამაკავშირებელი საავტომობილო გზა ძალიან მნიშვნელოვანია სოციალურ-ეკონომიკური თვალსაზრისით. ახალი დამაკავშირებელი გზა (აღმოსავლეთ ალტერნატივა) გამოაცოცხლებს ლეჩხუმისა და რაჭის რეგიონებს და მათ განვითარებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს
საჩხერე-ონის მარშრუტის სამგზავრო დრო (სიგრძე 111 კმ) დაახლოებით 2 საათია, ხოლო ზემო იმერეთი – რაჭის ახალი საავტომობილო გზით საჩხერე-ონის მარშრუტი სულ მცირე 1 საათით მცირდება
პროექტის დასრულება ეტაპობრივად 2021 წლისთვის არის დაგეგმილი

ფოთში საზღვაო სასწავლებლის მშენებლობა იწყება

0

სასწავლებელი ფოთის ჰიდრომელიორაციული ტექნიკუმის ყოფილ შენობაში განთავსდება.

უმაღლესი სასწავლებლის კერა ფოთს ახალ დატვირთვას შესძენს და ხელს შეუწყობს ქალაქში ახალგაზრდა თაობის დარჩენას, შემდეგ მათ ადგილზე დასაქმებას. სასწავლებელი თავისი პროფილით სანავსადგურო ქალაქის მოთხოვნებს დააკმაყოფილებს.