საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2018 წლის ოქტომბერში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდის ტემპმა 6,7 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2018 წლის პირველი ათი თვის საშუალო რეალური ზრდა 5,1 პროცენტს შეადგენს.
საქსტატის წინასწარი შეფასებით, 2018 წლის ოქტომბერში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდა შეინიშნებოდა დამამუშავებელი მრეწველობის, ვაჭრობის და მშენებლობის დარგებში.