პროექტი მოიცავს 13 ივნისის წყალდიდობის შედეგად დაზიანებული ჭ.ამირეჯიბის გზატკეცილის მიმდებარედ არსებული გამწვანებისა და პარკის სრულად განახლებას.
„მზიურის“ რეაბილიტაციის ფარგლებში აღდგება არსებული მოზაიკები, ხიდები, კიბეები და გამოიცვლება ყველა კომუნიკაცია: კანალიზაცია, სასმელი წლის, ირიგაციის, ხანძარსაწინააღმდეგო და გარე განათების სისტემები.
პარკის ტერიტორიაზე მოეწყობა საველოსიპედე ბილიკები, სკამები, ურნები, ფანჩატურები, სასმელი წყლის სოკოები, დასასვენებელი ადგილები და დადგება ზონირების შესაბამისი ნიშნები. ასევე, გაკეთდება სკეიდბორდისა და საბავშვო გასართობი მოედნები, პარკური.