შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ახალ შენობაში სხვადასხვა მიმართულების ექსპერტიზის 20 ლაბორატორია ამოქმედდა, მათ შორის საერთაშორისო სტანდარტების გენეტიკური (დნმ) ლაბორატორია.
საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ახალ ადმინისტრაციულ შენობაში ყველა ლაბორატორია მოწყობილია ISO სტანდარტების სრული დაცვით.
ახალი ლაბორატორიები მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს დანაშაულების სწრაფ და ეფექტიან გამოძიებას.
ახალ შენობაში თანამშრომელთათვის გაუმჯობესებული სამუშაო პირობებია და ექსპერტიზის ლაბორატორიების გარდა, განთავსებულია ბალისტიკური ტირი, სპეციალური საცავები, სამუშაო სივრცეები, ასევე, მოეწყო სამუზეუმო-საგამოფენო სივრცე და რეკრეაციული ზონა. შენობა აღჭურვილია ხანძარსაწინააღმდეგო და უსაფრთხოების თანამედროვე, მძლავრი სისტემებით.