სასადილოების, სასაწყობე და დამხმარე ნაგებობების კაპიტალური რეაბილიტაცია – მშენებლობა, ღია და დახურულ სივრცეში მულტიფუნქციური სტადიონებისა და სპორტდარბაზების მოწყობა 2020 წლის ბოლომდე დასრულდება. შენობების რეაბილიტაციის გარდა, მიმდინარეობს სველი წერტილების რემონტი, შემოღობვისა და გარე განათების აღდგენა, საინჟინრო კომუნიკაციებისა და შიდა გზების მოწესრიგება.
ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის 2019 წელთან შედარებით 4-ჯერ მეტი, 100 მლნ ლარი დაიხარჯება, რაც თვისობრივად გააუმჯობესებს და ნატოს წამყვანი ქვეყნების სტანდარტს გაუთანაბრებს ქართული ჯარის ინფრასტრუქტურას, ყველა ყაზარმისა და სასადილოს სრული რეაბილიტაცია კი, თვისობრივად გააუმჯობესებს სამხედროების საცხოვრებელ პირობებს.