Home Blog გვერდი 145

კახეთის რეგიონში მესაქონლეობის ახალი ფერმა ამოქმედდა

ერთიანი აგროპროექტის ფარგლებში სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ბოდბეში, თანამედროვე სტანდარტების ახალი ფერმა ამოქმედდა.

„თეთრი ფერმა“ ნიდერლანდურ-ქართული ინვესტიციით შექმნილი კომპანიაა, რომელიც ყოველდღიურად აწარმოებს პირველი კატეგორიის 10 ტონა ნედლ რძეს. წარმოებული პროდუქციის რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე ხორციელდება.კომპანიაში, მუდმივად დასაქმებულია 35 ადგილობრივი მცხოვრები

 

ზუგდიდში განახლებული საჭადრაკო სკოლა გაიხსნა

რეაბილიტირდა შენობის კონსტრუქციული ნაწილი. არსებულ შენობაზე დაშენდა მეორე სართული, მოეწყო დამატებითი საკლასო ოთახები, შეჯიბრის ჩასატარებელი დარბაზი, ადმინისტრაციის ოთახი და სანიტარული კვანძები, აგრეთვე მოეწყო წყალგაყვანილობა-კანალიზაციის, ელექტრომომარაგების და გათბობა-გაგრილების ახალი სისტემა.

ფასადზე, თანამედროვე კომპოზიტური მასალებით, ახალი არქიტექტურული ფორმების მოწყობით განახლდა შენობის გარე იერსახე. შენობა შშმ პირთათვის ადაპტირებულია.

ქობულეთის შემოვლითი საავტომობილო გზის მეორე 18 ჯმ-იან მონაკვეთზე გარე განათების მოწყობის სამუშაოები დასრულდა

ქობულეთის შემოვლითი საავტომობილო გზის მეორე 18 კმ-იან მონაკვეთზე გარე განათების მოწყობის სამუშაოები დასრულდა. დამონტაჟდა თანამედროვე ტიპის სანათები.

ამ დროისთვის, ქობულეთის შემოვლითი გზის ორივე მონაკვეთზე, რომლთა სიგრძე ჯამში 31.7 კმ-ია, გარე განათება მოწყობილია და ავტოტრანსპორტის გადაადგილება ღამის საათებში გაცილებით უსაფრთხოდ და კომფორტულად არის შესაძლებელი.

ხაშურში საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა მიმდინარეობს

ხაშურში საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

პროექტის ფარგლებში ტერიტორიაზე განთავსდება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საფეხბურთო მოედანი, 2 000 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნა, განათება, დამხმარე შენობა-ნაგებობები, ავტოსადგომი, გამწვანების ზოლი და საფეხმავლო ბილიკები. პროექტი, აგრეთვე, ითვალისწინებს საინჟინრო კომუნიკაციების მოწყობასა და ტერიტორიის კეთილმოწყობას.

მშენებლობის დასრულება 2020 წლის შემოდგომაზე იგეგმება.

თამარ მეფის სახელობის ხიდის პანდუსის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

0

თამარ მეფის სახელობის ხიდის პანდუსზე ასფალტის საფარის დასაგებად საფუძვლის მომზადების სამუშაოები მიმდინარეობს.

თამარ მეფის ხიდის პანდუსის რეაბილიტაცია კოჭების შეცვლას, ბურჯის თავების რეაბილიტაციას, სავალი ნაწილისა და ტროტუარის მოწყობას, საყრდენი კედლის მშენებლობას, მოაჯირების შეცვლას, თვალამრიდის, ახალი გარე განათების ქსელის და კლდის დეკორატიული მინათების მოწყობას ითვალისწინებდა, რაც ამ დროისათვის უკვე დასრულებულია.

პანდუსის რეაბილიტაცია ვადაზე ადრე, რამდენიმე დღეში
დასრულდება და საავტომობილო მოძრაობა აღდგება.

2020 წელს გაგრძელდება და გაუმჯობესდება ჯარისკაცების სახელფასო პირობები

0

თავდაცვის მინისტრმა სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში, 100 დღიანი მუშაობის შეჯამებისას საზოგადოებას სამინისტროში დაგეგმილი სიახლეები გააცნო.

თავდაცვის სამინისტროს პრიორიტეტია, რომ სამხედროების ანაზღაურება იყოს ღირსეული და თითოეულმა მათგანმა იგრძნოს სახელმწიფოს მხარდაჭერა და გვერდში დგომა.

2020 წლის ბიუჯეტით სამინისტროს ძალისხმევა კვლავ გაგრძელდება და გაუმჯობესდება ჩვენი ჯარისკაცების სახელფასო პირობები.

თავდაცვის ძალების 250-მდე ობიექტს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება

0

თავდაცვის მინისტრმა სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში, 100 დღიანი მუშაობის შეჯამებისას საზოგადოებას სამინისტროში დაგეგმილი სიახლეები გააცნო.

2020 წელს 2019 წელთან შედარებით ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, თითქმის 4-ჯერ მეტი – 100 მილიონი ლარი დაიხარჯება, რაც ნატოს წამყვანი ქვეყნების სტანდარტს გაუთანაბრებს ინფრასტრუქტურას.

მოხდება ყველა მოქმედი ყაზარმისა და სასადილოს, დაახლოებით, 250-მდე ობიექტის სრული რეაბილიტაცია და ახალი სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა.

დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებს ხელფასებზე 200-დან 800 ლარამდე დანამატები დაუწესდებათ

0

თავდაცვის მინისტრმა სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში, 100 დღიანი მუშაობის შეჯამებისას საზოგადოებას სამინისტროში დაგეგმილი სიახლეები გააცნო.

თავდაცვის სამინისტროს ახალი, ჯარისკაცზე ორიენტირებული სოციალური პოლიტიკის ფარგლებში, 2020 წლის იანვრიდან, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებს, ტრავმების და ზოგადი ფიზიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, ხელფასებზე 200-დან 800 ლარამდე დაუწესდებათ დანამატები.

ჯარისკაცების ფეხსაცმლისა და უნიფორმის ხარისხი ნატოს წამყვანი ქვეყნების სტანდარტებს გაუთანაბრდება

0

თავდაცვის მინისტრმა სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში, 100 დღიანი მუშაობის შეჯამებისას საზოგადოებას სამინისტროში დაგეგმილი სიახლეები გააცნო.

ჯარისკაცების ფეხსაცმლისა და უნიფორმის ხარისხი ნატოს წამყვანი ქვეყნების სტანდარტებს გაუთანაბრდება.

2020 წელს დაგეგმილია სამხედრო უნიფორმის რებრენდინგიც. თავდაცვის ძალების თითოეული წევრი უზრუნველყოფილი იქნება განახლებული სახისა და მაღალი ხარისხის თანამედროვე უნიფორმით.

ბათუმში განათლებისა და მეცნიერების ქალაქის მშენებლობა იწყება

0

250 მოსწავლეზე გათვლილ კომაროვის სკოლის ბათუმის ფილიალის თანამედროვე ტიპის შენობაში მოეწყობა საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, საკონფერენციო და სპორტული დარბაზები, ასევე, სპორტული მოედანი. სკოლა აღიჭურვება თანამედროვე სასკოლო ინვენტარით. პროექტის ფარგლებში აშენდება 100 მოსწავლეზე გათვლილი საცხოვრებელი კამპუსი.

ბათუმის კომაროვის სკოლის ფილიალისა და საცხოვრებელი კამპუსის პროექტის მშენებლობის ღირებულება 11 399 994 ლარია. პროექტს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო ახორციელებს.

ბათუმის ,,განათლებისა და მეცნიერების ქალაქის“ კონცეფცია ასევე ითვალისწინებს კომაროვის სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე პროფესიული სასწავლებლის „ბლექსის“, მულტიფუნქციური ცენტრისა და ხელოვნების სკოლის მშენებლობას. პროექტი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება.