თავდაცვის მინისტრმა სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში, 100 დღიანი მუშაობის შეჯამებისას საზოგადოებას სამინისტროში დაგეგმილი სიახლეები გააცნო.
2020 წელს 2019 წელთან შედარებით ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, თითქმის 4-ჯერ მეტი – 100 მილიონი ლარი დაიხარჯება, რაც ნატოს წამყვანი ქვეყნების სტანდარტს გაუთანაბრებს ინფრასტრუქტურას.
მოხდება ყველა მოქმედი ყაზარმისა და სასადილოს, დაახლოებით, 250-მდე ობიექტის სრული რეაბილიტაცია და ახალი სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა.