ხაშურში საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

პროექტის ფარგლებში ტერიტორიაზე განთავსდება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საფეხბურთო მოედანი, 2 000 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნა, განათება, დამხმარე შენობა-ნაგებობები, ავტოსადგომი, გამწვანების ზოლი და საფეხმავლო ბილიკები. პროექტი, აგრეთვე, ითვალისწინებს საინჟინრო კომუნიკაციების მოწყობასა და ტერიტორიის კეთილმოწყობას.

მშენებლობის დასრულება 2020 წლის შემოდგომაზე იგეგმება.

Previous articleთამარ მეფის სახელობის ხიდის პანდუსის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
Next articleქობულეთის შემოვლითი საავტომობილო გზის მეორე 18 ჯმ-იან მონაკვეთზე გარე განათების მოწყობის სამუშაოები დასრულდა