თამარ მეფის სახელობის ხიდის პანდუსზე ასფალტის საფარის დასაგებად საფუძვლის მომზადების სამუშაოები მიმდინარეობს.
თამარ მეფის ხიდის პანდუსის რეაბილიტაცია კოჭების შეცვლას, ბურჯის თავების რეაბილიტაციას, სავალი ნაწილისა და ტროტუარის მოწყობას, საყრდენი კედლის მშენებლობას, მოაჯირების შეცვლას, თვალამრიდის, ახალი გარე განათების ქსელის და კლდის დეკორატიული მინათების მოწყობას ითვალისწინებდა, რაც ამ დროისათვის უკვე დასრულებულია.
პანდუსის რეაბილიტაცია ვადაზე ადრე, რამდენიმე დღეში
დასრულდება და საავტომობილო მოძრაობა აღდგება.