Home Blog გვერდი 139

მცხეთა-მთიანეთში სოფლის მხარდაჭერის პროგრამით შერჩეული პროექტების განხორციელება დაიწყო

0

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მცხეთა-მთიანეთში, მოსახლეობის მიერ შერჩეული პროექტების განხორციელება დაიწყო

დუშეთის, მცხეთის, თიანეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში, ჯამში 506 პროექტი განხორციელდება:

რეაბილიტაცია ჩაუტარდება სასმელის წყლის სისტემებს და მოეწყობა ჭაბურღილები;

კეთილმოეწყობა სკვერები, საბავშვო ბაღების ეზოები და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები;

რეაბილიტირდება და შესაბამისი ინფრასტრუქტურით აღიჭურვება სპორტული დარბაზები და სტადიონები;
მოწესრიგდება შიდა სასოფლო და სოფლებს შორის დამაკავშირებელი გზები;

განხორციელდება გარე განათების მონტაჟის სამუშაოები, მოეწყობა ხიდ-ბოგირები და სანიაღვრე არხები;
შემოიღობება სასაფლაოები და მოეწყობა სასაფლაომდე მისასვლელი გზები;
განხორციელდება მცირე ჰესებისა და ამბულატორიების კეთილმოწყობის სამუშაოები;

გაიწმინდება ხევები და მოწესრიგდება საზოგადოებრივი საპირფარეშოები;
ამ ეტაპზე, სამუშაოები მცხეთის მუნიციპალიტეტის 6 სოფელში – ვაზიანში, დაბა ზაჰესში, არაშენდაში, ახალუბანში, ბიწმენდში და წინამძღვრიანთკარში უკვე მიმდინარეობს;

სამშენებლო-სარეაბილიტაციო და კეთილმოწყობის სამუშაოები ეტაპობრივად სოფლის მხარდაჭერის პროგრამაში ჩართულ ყველა სოფელში დაიწყება.

ჯანდაცვის სამინისტრო – აეროპორტებში დამატებით საკარანტინო სივრცეები მოეწყო

0

აეროპორტებში დამატებით საკარანტინო სივრცეები მოეწყო, – ამის შესახებ დღეს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის სამედიცინო უზრუნველყოფისა და გამოძახებათა მართვის დეპარტამენტის უფროსმა, ამირან გოგიტიძემ, ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ ბრიფინზე განაცხადა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ჯანდაცვის სამინისტროდან აცნობეს, საერთაშორისო აეროპორტების მიმდებარე ტერიტორიებზე კარვების ტიპის საკარანტინო სივრცეების მოწყობა მგზავრთა დაყოვნების მიზნით განსაზღვრულ ლოკაციებს მიეკუთვნება.

იმ შემთხვევაში, თუ აეროპორტში მგზავრთა ჯგუფის ერთიანი იზოლაციის საჭიროება დადგა, ტერიტორიებზე მობილიზებულია სპეციალური კარვები, სადაც ადგილზე მყოფი ეპიდემიოლოგები მათთან ღრმა ინტერვიუირებასა და შესაბამისი ინფორმაციის აღრიცხვას სხვა მგზავრებისგან იზოლირებულ გარემოში მოახდენენ. საკარანტინო სივრცეებში ადამიანთა დაყოვნება მათ სამედიცინო დაწესებულებაში ტრანსპორტირების განსაზღვრამდე მოხდება.

„შესაძლოა იყოს გზავრთა ჯგუფი, რომელიც მთლიანად საჭიროებდეს საკარანტინო ზონაში გადაყვანას. იმისათვის, რომ ჩვენ უფრო ეფექტურად შევძლოთ სხვა მგზავრებისგან იზოლირებულ გარემოში მათი გამოკითხვა, საკონტაქტო ინფორმაციების შეგროვება, მოგზაურობის ისტორიების აღრიცხვა თუ სხვა შესაბამისი ღონისძიებების გატარება, მათი დაყოვნება მოხდება საკარვო სივრცეებში“, – განმარტა ამირან გოგიტიძემ.

კორონავირუსის პრევენციის მიზნით, საქართველოს სკოლებში სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს

0

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დავალებით, ვირუსის გავრცელების პრევენციისა და რისკის ეფექტიანი მართვის მიზნით, საქართველოს საჯარო სკოლებში ინტენსიური სადეზინფექციო სამუშაოები დაიწყო. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს დეზინფექცირება 10-მდე დასახელების სხვადასხვა სადეზინფექციო საშუალების გამოყენებით უტარდება.

29 თებერვალს, უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოზე მიღებული გადაწყვეტილებით, საქართველოს საჯარო სკოლებში, სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარების მიზნით, საგაზაფხულო არდადეგები გახანგრძლივდა. არდადეგები 2 მარტიდან 16 მარტამდე გაგრძელდება. ამ პერიოდის განმავლობაში საქართველოს ყველა საჯარო სკოლაში ინტენსიური სადეზინფექციო სამუშაოები განხორციელდება.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარების რეკომენდაციით უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებსა და კერძო სკოლებსაც მიმართა.

შემოსავლების სამსახური – ქვეყნის მასშტაბით, საბაჟო გამშვებ პუნქტებზე კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებული კონტროლის მექანიზმები გამკაცრებულია

0

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ მოწოდებული რეკომენდაციების საფუძველზე, საბაჟო გამშვებ პუნქტებში, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრები და ექიმი ეპიდემიოლოგები 24 – საათიან რეჟიმში ახორციელებენ მგზავრთა ინდივიდუალურ მონიტორინგს,- აღნიშნული ინფორმაცია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა გაავრცელა.

მათივე ინფორმაციით, სამედიცინო პერსონალი აღჭურვილია სპეციალური დამცავი ტანსაცმლით, ხოლო მებაჟე ოფიცრები მონიტორინგს ახორციელებენ დამცავი ნიღბებითა და შესაბამისი აღჭურვილობით.

„თბილისის აეროპორტში, „წითელი ხიდისა“ და „სადახლოს“ საბაჟო-გამშვებ პუნქტებზე არსებულ ვითარებას და კონტროლის მექანიზმებს ადგილზე გაეცნო ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის უფროსი მამუკა ჯანგულაშვილი.

თავისი კომპეტენციის ფარგლებში უწყება მუდმივ რეჟიმში განახორცილებს ყველა საბაჟო-გამშვებ პუნქტში არსებული ვითარების დაკვირვებას და ინფორმაციას მიაწვდის მედიასა და საზოგადოებას“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

საზოგადოებრივ ტრანსპორტში და საბავშვო ბაღებში სადეზინფექციო სამუშაოები გაძლიერდება

0

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, გაძლიერდება სადეზინფექციო სამუშაოები საზოგადოებრივ ტრანსპორტში და საბავშვო ბაღებში.

დავალებები უკვე მიღებული აქვთ შესაბამის სამსახურებს, მათ შორის, თბილისის მერიის დაქვემდებარებაში არსებულ ქვეუწყებებს.

„ჯანდაცვის სამინისტრო და შესაბამისი უწყებები კოორდინირებულ რეჟიმში აქტიურ მუშაობას განაგრძობენ. ჯანდაცვის მინისტრმა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს მიაწოდა ინფორმაცია ინფიცირებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ასევე აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე კარანტინში 170 ადამიანი იმყოფება.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო კარანტინში გადაყვანილ პირებს მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის გამოვლენისა და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების გათვალისწინებისთვის მადლობას უხდის.

საბჭოს სხდომაზე კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღინიშნა, რომ პანიკის საფუძველი არ არსებობს, საქართველოს მთავრობა ძალიან აქტიურად თანამშრომლობს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან და სრულად მართავს პროცესს.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომას ესწრებოდნენ პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი – კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე და თბილისის მერის მოადგილე სოფო ხუნწარია”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

თბილისს 126 ერთეული 12-მეტრიანი ავტობუსი შეემატება

0

თბილისს უახლოეს მომავალში 126 ერთეული 12-მეტრიანი, კომპრესირებულ ბუნებრივ აირზე (CNG) მომუშავე, EURO 6-ის სტანდარტის მქონე ავტობუსი შეემატება.

BMC-ის მარკის ავტობუსები 90 მგზავრზეა გათვლილი, აქედან 28 დასაჯდომი ადგილით. ავტობუსი სრულად ადაპტირებულია შშმ პირებისთვის. ტრანსპორტში დამონტაჟებულია თანამედროვე სტანდარტის, ინტეგრირებული გათბობის, კონდენცირებისა და ვენტილაციის სისტემა.

ავტობუსებს აქვს საინფორმაციო ხმოვანი სისტემა, ანტივანდალური ვიდეომონიტორინგის შიდა და გარე სისტემა, USB-დამტენები, გაჩერების დასახელების გამოცხადების ტექნიკური საშუალება და მგზავრთა ნაკადის ავტომატური მთვლელი სისტემა.

თავდაცვის სამინისტრომ ახალი საბინაო პოლიტიკის განხორციელება დაიწყო

0

სამხედრო მოსამსახურეებმა თავდაცვის მინისტრის ბრძანებით შექმნილი ბინათმშენებლობის ე.წ. „ამხანაგობაში“ გასაწევრიანებლად ხელშეკრულებები ნოტარიულად უკვე გააფორმეს.

ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივის თანახმად, სამხედრო მოსამსახურეები საცხოვრებელი ფართის შეძენას შეღავათიანი პირობებით შეძლებენ.

კერძოდ, თუ მათ უწევდათ ღირებულების 60 პროცენტის დაფარვა, ახალი პირობებით 50 პროცენტიანი თანამონაწილეობის პრინციპი იმოქმედებს.

კერძო კომპანიის ნაცვლად, მშენებლობას თავდაცვის უწყების სამშენებლო კომპანია განახორციელებს, რაც თვითღირებულებას მნიშვნელოვნად შეამცირებს. სამხედროებს ექნებათ საშუალება უპროცენტო შიდა განვადებით ისარგებლონ. საცხოვრებელი ფართის კვადრატული მეტრის სავარაუდო ღირებულება სამხედროებისთვის, დაახლოებით, 100 დოლარი იქნება.

ახალი ინიციატივის ფარგლებში, მახათას მთაზე სამხედრო ქალაქის მშენებლობა აპრილში დაიწყება. პროექტის პირველი ეტაპი 2021 წელს დასრულდება და ბინები 1000-ზე მეტ სამხედროს გადაეცემა.

თავდაცვის ძალები ქართული წარმოების გაუყინავი ღორის ხორცით მომარაგდება

0

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო თავდაცვის ძალების კვებითი პირობების გაუმჯობესებას აგრძელებს. 2020 წლის დასაწყისიდან სამხედრო მოსამსახურეები, გაუყინავი, უმაღლესი ხარისხის ქართული წარმოების საქონლის ხორცით იკვებებიან.

ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, სამხედრო მოსამსახურეებისათვის სამინისტრო, ასევე ადგილობრივი წარმოების, ღორის ხორცს (დარბილებული – ახალი, გაცივებული) შეისყიდის. თავდაცვის ძალები დღემდე ქართული გაუყინავი ღორის ხორცით არასოდეს მომარაგებულა. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ჯარი სრულად ქართული წარმოების საქონლისა და ღორის ხორცით მომარაგდება.

პროდუქციის მრავალფეროვნებასა და ხარისხთან ერთად მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა სანიტარულ-ჰიგიენურ პირობებს. ასევე, მიმდინარეობს თავდაცვის ძალების ინფრასტრუქტურის სრული განახლება, მათ შორის, ყველა სასადილოსა და საკვები ობიექტის თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა.

ჯამში, ახალი სტანდარტების დამკვიდრება უმაღლეს დონეზე აიყვანს სამხედროთა კვებითი მომსახურების პირობებს.

მიმდინარე წლიდან სამხედროები სრულიად გარემონტებულ ყაზარმებში იცხოვრებენ

0

წვრთნებისა და სამხედრო განათლების მხარდამჭერ ცენტრ “კრწანისის” ტერიტორიაზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურ ფაზაშია.

საერთო საჯარისო ცენტრის ტერიტორიაზე აშენდა და კაპიტალურად გარემონტდა შტაბის შენობა, სასწავლო კლასები, ლაზარეთი, ყაზარმები, სასტუმრო და რეკრეაციული ზონა. მიმდინარეობს ბეტონის შიდა გზების დაგება, სკვერების მოწყობა და ტერიტორიის გამწვანება. ამასთან, იგეგემება სპორტული ზონის მშენებლობა.

ასევე, წვრთნებისა და სამხედრო განათლების მხარდამჭერ ცენტრ „კრწანისის“ ტერიტორიაზე შენდება თანამედროვე სტანდარტების ახალი სასადილო, რომელიც 1000 სამხედრო მოსამსახურეს მოემსახურება. უახლოეს პერიოდში დაგეგმილია სიმულაციური ცენტრის მშენებლობის დაწყება.

თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, წლის ბოლომდე სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება 200 ყაზარმას. ჯამში სრულად გარემონტდება 250 ობიექტი და ყველა სამხედრო ბაზა ერთიანი, ნატოს სტანდარტით იქნება მოწყობილი.

განახლებული სოციალური პოლიტიკის ფარგლებში, რომელიც სამხედრო მოსამსახურეებისთვის ღირსეული პირობების შექმნას ისახავს მიზნად, სამხედრო ბაზებზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

ბათუმში „ოცნების ქალაქის“ მშენებლობა იწყება

ბათუმში „ოცნების ქალაქის“ მშენებლობა იწყება. პროექტის ფარგლებში, ცენტრალური ხელისუფლების და აჭარის მთავრობის თანამშრომლობით სულ 582 ბინა აშენდება.

გარდა ამისა, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს გადაწყვეტილებით, აღნიშნულ ტერიტორიაზე ახალი სკოლის მშენებლობა დაიწყება. ასევე, აშენდება საბავშვო ბაღი.

პროექტისთვის მთავრობის ბიუჯეტიდან 38 მილიონი ლარი გამოიყო. „ოცნების ქალაქის“ მშენებლობა 2021 დასრულდება.