სამხედრო მოსამსახურეებმა თავდაცვის მინისტრის ბრძანებით შექმნილი ბინათმშენებლობის ე.წ. „ამხანაგობაში“ გასაწევრიანებლად ხელშეკრულებები ნოტარიულად უკვე გააფორმეს.

ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივის თანახმად, სამხედრო მოსამსახურეები საცხოვრებელი ფართის შეძენას შეღავათიანი პირობებით შეძლებენ.

კერძოდ, თუ მათ უწევდათ ღირებულების 60 პროცენტის დაფარვა, ახალი პირობებით 50 პროცენტიანი თანამონაწილეობის პრინციპი იმოქმედებს.

კერძო კომპანიის ნაცვლად, მშენებლობას თავდაცვის უწყების სამშენებლო კომპანია განახორციელებს, რაც თვითღირებულებას მნიშვნელოვნად შეამცირებს. სამხედროებს ექნებათ საშუალება უპროცენტო შიდა განვადებით ისარგებლონ. საცხოვრებელი ფართის კვადრატული მეტრის სავარაუდო ღირებულება სამხედროებისთვის, დაახლოებით, 100 დოლარი იქნება.

ახალი ინიციატივის ფარგლებში, მახათას მთაზე სამხედრო ქალაქის მშენებლობა აპრილში დაიწყება. პროექტის პირველი ეტაპი 2021 წელს დასრულდება და ბინები 1000-ზე მეტ სამხედროს გადაეცემა.

Previous articleთავდაცვის ძალები ქართული წარმოების გაუყინავი ღორის ხორცით მომარაგდება
Next articleთბილისს 126 ერთეული 12-მეტრიანი ავტობუსი შეემატება