წვრთნებისა და სამხედრო განათლების მხარდამჭერ ცენტრ “კრწანისის” ტერიტორიაზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურ ფაზაშია.
საერთო საჯარისო ცენტრის ტერიტორიაზე აშენდა და კაპიტალურად გარემონტდა შტაბის შენობა, სასწავლო კლასები, ლაზარეთი, ყაზარმები, სასტუმრო და რეკრეაციული ზონა. მიმდინარეობს ბეტონის შიდა გზების დაგება, სკვერების მოწყობა და ტერიტორიის გამწვანება. ამასთან, იგეგემება სპორტული ზონის მშენებლობა.
ასევე, წვრთნებისა და სამხედრო განათლების მხარდამჭერ ცენტრ „კრწანისის“ ტერიტორიაზე შენდება თანამედროვე სტანდარტების ახალი სასადილო, რომელიც 1000 სამხედრო მოსამსახურეს მოემსახურება. უახლოეს პერიოდში დაგეგმილია სიმულაციური ცენტრის მშენებლობის დაწყება.
თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, წლის ბოლომდე სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება 200 ყაზარმას. ჯამში სრულად გარემონტდება 250 ობიექტი და ყველა სამხედრო ბაზა ერთიანი, ნატოს სტანდარტით იქნება მოწყობილი.
განახლებული სოციალური პოლიტიკის ფარგლებში, რომელიც სამხედრო მოსამსახურეებისთვის ღირსეული პირობების შექმნას ისახავს მიზნად, სამხედრო ბაზებზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.