სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მცხეთა-მთიანეთში, მოსახლეობის მიერ შერჩეული პროექტების განხორციელება დაიწყო
დუშეთის, მცხეთის, თიანეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში, ჯამში 506 პროექტი განხორციელდება:
რეაბილიტაცია ჩაუტარდება სასმელის წყლის სისტემებს და მოეწყობა ჭაბურღილები;
კეთილმოეწყობა სკვერები, საბავშვო ბაღების ეზოები და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები;
რეაბილიტირდება და შესაბამისი ინფრასტრუქტურით აღიჭურვება სპორტული დარბაზები და სტადიონები;
მოწესრიგდება შიდა სასოფლო და სოფლებს შორის დამაკავშირებელი გზები;
განხორციელდება გარე განათების მონტაჟის სამუშაოები, მოეწყობა ხიდ-ბოგირები და სანიაღვრე არხები;
შემოიღობება სასაფლაოები და მოეწყობა სასაფლაომდე მისასვლელი გზები;
განხორციელდება მცირე ჰესებისა და ამბულატორიების კეთილმოწყობის სამუშაოები;
გაიწმინდება ხევები და მოწესრიგდება საზოგადოებრივი საპირფარეშოები;
ამ ეტაპზე, სამუშაოები მცხეთის მუნიციპალიტეტის 6 სოფელში – ვაზიანში, დაბა ზაჰესში, არაშენდაში, ახალუბანში, ბიწმენდში და წინამძღვრიანთკარში უკვე მიმდინარეობს;
სამშენებლო-სარეაბილიტაციო და კეთილმოწყობის სამუშაოები ეტაპობრივად სოფლის მხარდაჭერის პროგრამაში ჩართულ ყველა სოფელში დაიწყება.