თბილისს უახლოეს მომავალში 126 ერთეული 12-მეტრიანი, კომპრესირებულ ბუნებრივ აირზე (CNG) მომუშავე, EURO 6-ის სტანდარტის მქონე ავტობუსი შეემატება.
BMC-ის მარკის ავტობუსები 90 მგზავრზეა გათვლილი, აქედან 28 დასაჯდომი ადგილით. ავტობუსი სრულად ადაპტირებულია შშმ პირებისთვის. ტრანსპორტში დამონტაჟებულია თანამედროვე სტანდარტის, ინტეგრირებული გათბობის, კონდენცირებისა და ვენტილაციის სისტემა.
ავტობუსებს აქვს საინფორმაციო ხმოვანი სისტემა, ანტივანდალური ვიდეომონიტორინგის შიდა და გარე სისტემა, USB-დამტენები, გაჩერების დასახელების გამოცხადების ტექნიკური საშუალება და მგზავრთა ნაკადის ავტომატური მთვლელი სისტემა.