Home Blog გვერდი 134

ვახტანგ გომელაური: როდესაც ვდგებით ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების წინაშე, იმედი მაქვს ისინი თავადაც გაითვალისწინებენ რომ არ იყოს დიდი შეკრებები

0

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ტელეკომპანია „იმედის“
პირდაპირ ეთერში მოახლოებულ მართლმადიდებლურ დღესასწაულებსა და საგანგებო მდგომარეობის პირობებში მათი აღნიშვნის შესაძლებლობებზე ისაუბრა.

„ტრადიციული ხალხი ვართ, ტრადიციული ერი ვართ, მართლმადიდებლები, უდიდეს პატივს ვცემთ ეკლესიას და დღესასწაულებს. მითუმეტეს, აღდგომა არის ერთ-ერთი დიდი მართლმადიდებლური მნიშვნელოვანი დღესასწაული და აქედან გამომდინარე, მესმის ეს ყველაფერი, თუმცა, ისევ ვდგებით ჩვენი მოქალაქეების
უსაფრთხოების უზრუნველყოფის წინაშე. მე დიდი იმედი მაქვს , რომ ჩვენი
მოქალაქეები ამას გაითვალისწინებენ და არ მოხდება ეს დიდი შეკრებები და
ტრადიციულად, რასაც ვაკეთებთ ხოლმე აღდგომას, შეძლებისდაგვარად, შეზღუდულ
პირობებში განვახორციელებთ“, – აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა.

კახა კალაძე: მივმართავ ბიზნესსექტორს, ადამიანები ხელფასის გარეშე არ გაუშვან სახლში

0

მივმართავ ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს, მაქსიმალურად დაუდგნენ გვერდში თავიანთ თანამშრომლებს და გადაუხადონ ხელფასები, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე პირდაპირი ჩართვის დროს განაცხადა.

კახა კალაძის თქმით, ხშირად ისმის და პირადად მასაც სწერენ, რომ სხვადასხვა კომპანიიდან ანაზღაურების გარეშე ხდება თანამშრომლების გაშვება.

„სახელმწიფოს მხრიდან იქნება მხარდაჭერა, რომ თქვენ ღირსეულად შეძლოთ ამ დარტყმის შემდეგ წამოდგომა. დარწმუნებული ვარ, ბევრი კომპანია ამას გაითვალისწინებს და ადამიანებს ხელფასის გარეშე არ გაუშვებს სახლში“, – განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს თავდაცვის ძალები ყაზარმულ მდგომარეობაზე გადადის

0

საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

ჩემი, როგორც საქართველოს თავდაცვის მინისტრის უპირველესი პრიორიტეტი ჩვენი ჯარისკაცების და მათი ოჯახის წევრების დაცვაა. სწორედ ამიტომ ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და 21 მარტიდან კორონავირუსის შესაძლო გავრცელების მაქსიმალური პრევენციის მიზნით საქართველოს თავდაცვის ძალები ყაზარმულ მდგომარეობაზე გადადის.

ყაზარმული მდგომარეობის დროს იზღუდება ჯარისკაცების მიერ სამხედრო ბაზის ტერიტორიის დატოვება. ეს პრევენციული ზომები მნიშვნელოვნად შეამცირებს ბაზაზე ვირუსის გავრცელების ალბათობას. ბაზებზე სამხედროები უზრუნველყოფილნი იქნებიან ყველანაირი საჭიროებით.

აღნიშნულ მდგომარეობაზე გადასვლა მიზნად ისახავს სამხედრო მოსამსახურეების და მათი ოჯახის წევრების დაცვას.

საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, სამთავრობო უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციების გათვალისწინებით, თავდაცვის სამინისტრომ პირველივე დღეებიდან აქტიურად დაიწყო შესაბამისი ღონისძიებების გატარება.

12 მარტს გამოცემული ჩემი ბრძანების მიხედვით, თავდაცვის უწყების თანამშრომლების გარკვეული ნაწილი მუშაობის დისტანციურ რეჟიმზეა გადასული. ამავე ბრძანების მიხედვით სამსახურში გამოცხადება აეკრძალა გარკვეულ პირთა კატეგორიას.
საქართველოში დაბრუნებიდან ორი კვირის განმავლობაში სამსახურში არ უნდა გამოცხადდეს თავდაცვის უწყების თანამშრომელი, იმ შემთხვევაში თუ:
• თავად ან მისი ოჯახის წევრები ამ ბრძანების გამოცემამდე ბოლო ორი კვირის მანძილზე იმყოფებოდნენ ქვეყნის ფარგლებს გარეთ;
• მასთან კონტაქტი ჰქონდა უცხო ქვეყნიდან ჩამოსულ პირს;
• პირდაპირი ან ირიბი კონტაქტი ჰქონდა, როგორც პირადად, ასევე ოჯახის წევრის მეშვეობით იმ პირთან, რომელიც იმყოფება თვითიზოლაციაში ან კარანტინში ან დაუდასტურდა კორონავირუსი.
ასევე შემდგომ განკარგულებამდე სამსახურში გამოცხადება ეკრძალება:
• გრიპისმაგვარი დაავადების ან მწვავე რესპირატორული ინფექციის სიმპტომების მქონე პირს;
• ორსულ ქალს;
• ქრონიკული დაავადების მქონე/სხვადასხვა სახის იმუნოდეფიციტის მქონე პირს.
აღნიშნული თანამშრომლები ვალდებულნი არიან მიმართონ შესაბამის სამედიცინო დაწესებულებას და ინფორმაცია მიაწოდონ უშუალო ხელმძღვანელს.

ვირუსის მაქსიმალური პრევენციის მიზნით უწყების თითოეული თანამშრომელი ვალდებულია შეავსოს სპეციალური კითხვარები. თვითიზოლაციაში მყოფი მოსამსახურეების მიერ შესაბამისი წესების დაცვის კონტროლს კი, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტი ახორციელებს. თავდაცვის სამინისტროს ტერიტორიასა და საქართველოს მასშტაბით თავდაცვის ძალების სამხედრო ბაზებზე სადეზინფექციო სამუშაოები რეგულარულად ტარდება. უწყებაში საგანგებო თათბირები სამინისტროს მართვის ცენტრიდან ვიდეოკონფერენციის საშუალებით იმართება. სპეციალური ჯგუფების მიერ მოწმდება სამხედრო მოსამსახურეების ტემპერატურა. შენობებში ხელმისაწვდომია შესაბამისი სადეზინფექციო და ჰიგიენის საშუალებები. – წერს ირაკლი ღარიბაშვილი

600-მდე მცირე და საშუალო მეწარმეები სამი თვით იჯარის გადასახადისგან თავისუფლდებიან

0

თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, იჯარის გადასახადისგან გავათავისუფლდება ის 600-მდე მცირე და საშუალო მეწარმე, რომელსაც სამეწარმეო საქმიანობისთვის მუნიციპალიტეტის კუთვნილი მიწის ნაკვეთი, ან ფართი მერიისგან იჯარით აქვს აღებული.

ამ მეწარმეებს, თბილისის მერია გაათავისუფლებს მარტის, აპრილის და მაისის თვის იჯარის გადასახადისგან. ამ შეღავათის ფორმალიზების მიზნით, ხელშეკრულებებში ცვლილებები ეტაპობრივად, სიტუაციის დასტაბილურებასთან ერთად განხორციელდება, რის თაობაზეც მუნიციპალიტეტის შესაბამისი უწყებები მეწარმეებს თავად დაუკავშირდებიან.

 

 

საქართველოში დამზადებული პირბადეები გარკვეულ პირებს უფასოდ დაურიგდებათ

0

ეკონომიკის სამინისტრო საქართველოში დამზადებულ პირბადეებს კონკრეტულ ადამიანებს უფასოდ დაურიგებს.
საქართველოში წარმოებული პირბადეების პირველი პარტია, რომელიც ნახევარ მილიონს შეადგენს, საწყის ეტაპზე უსასყიდლოდ იმ ადამიანებს გადასცემს, ვისაც სამსახურებრივი მოვალეობის გამო ყოველდღიურ რეჟიმში სხვა ადამიანებთან უწევთ კონტაქტი.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს განმარტებით, ეს შეეხება როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში დასაქმებულებს, მათ შორის სამედიცინო პერსონალს, მებაჟეებს, მოლარეებს და ა.შ.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი სექტემბერში სტუდენტების პირველ ნაკადს მიიღებს

0

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU) სტუდენტების პირველ ნაკადს წელს მიიღებს. უნივერსიტეტი აბიტურიენტებს მათემატიკის, კომპიუტერული მეცნიერებისა და მენეჯმენტის საბაკალავრო პროგრამებს სთავაზობს.

KIU -ში ჩარიცხვა ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე მოხდება და მომავალმა სტუდენტებმა, რომლებსაც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში სწავლა სურთ, საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში უნივერსიტეტის კოდი – 197 უნდა მიუთითონ.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ახალგაზრდებს სთავაზობს ევროპული სტანდარტის საგანმანათლებლო პროგრამებს, რომლებიც შემუშავებულია მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან (TUM) თანამშრომლობით. წარჩინებული სტუდენტებისთვის კი გათვალისწინებულია სასწავლო და საცხოვრებელი გრანტები. სხვადასხვა სასტიპენდიო და გაცვლითი პროგრამები.

უნივერსიტეტის კამპუსი ქუთაისთან ახლოს, ეკოლოგიურად სუფთა ადგილას, 150 ჰექტარ მიწაზეა გაშენებული. კამპუსი მოიცავს: სრულად აღჭურვილ აკადემიურ კორპუსებს, სტუდენტურ საცხოვრებლებს, ბიბლიოთეკებს, კაფეტერიებს, კეთილმოწყობილ სასპორტო და საგზაო ინფრასტრუქტურას, საერთო სამუშაო სივრცეებს, საცხოვრებლებს აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის.

 

აჭარაში სამედიცინო პირბადეების დამზადება დაიწყო

0

კომპანია “აჭარა ტექსტილმა” გადააწყო თავისი სამეწარმეო ხაზი და დაიწყო სამედიცინო პირბადეების დამზადება.

კომპანია 500 000 ცალ პირბადეს სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცემს.

არსებულ ვითარებაში გაზრდილია მოთხოვნა პირბადეებზე, კომპანია უზრუნველყოფს შესაბამისი რაოდენობის პირბადეების წარმოებას, რომ დეფიციტი არ შეიქმნას.

მაშველებმა 7 მოქალაქე თოვლიდან უვნებლად ამოიყვანეს

0

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მსხალდიდში თოვლში ჩარჩენილი საქართველოს 7 მოქალაქე უსაფრთხო ადგილზე უვნებლად გამოიყვანეს.

საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში შემოვიდა შეტყობინება, რომ მოულოდნელად მოსული უხვი ნალექის გამო, სატრანსპორტო საშუალება, სადაც 7 ადამიანი იმყოფებოდა, თოვლში ჩარჩა და იქ მყოფი ახალგაზრდები გზის გაგრძელებას ვეღარ ახერხებდნენ.

შეტყობინების მიღებისთანავე, ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები გავიდნენ. ადგილზე მისვლისთანავე, ყველა საჭირო დახმარება გაუწიეს, მანქანა თოვლის საფარისგან გაათავისუფლეს და 7-ვე მგზავრი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის კუთვნილი მაღალი გამავლობის ავტომობილით თბილისში უვნებლად გადმოიყვანეს.
მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

ზუგდიდში ქუჩების რეაბილიტაცია დაიწყო

საავტომობილო გზების დეპარტამენტი, მთავრობის განკარგულებით, ქალაქ ზუგდიდის ადგილობრივი მნიშვნელობის ქუჩების რეაბილიტაციას განახორციელებს
სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს ქალაქ ზუგდიდის თამარ მეფის ქუჩის 2.3 კმ-იანი მონაკვეთზე
წლის განმავლობაში დაგეგმილია ადგილობრივი მნიშვნელობის კონსტანტინე გამსახურდიას, თაბუკაშვილის, ჯანაშიას, ხელაიას, ზვიად გამსახურდიას, ლაზის, ჩიქობავას , ბარამიას და ქობულეთის ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყება
ქ. ზუგდიდის 9 ქუჩაზე სრულად მოწესრიგდება საგზაო ინფრასტრუქტურა და სანიაღვრე სისტემები, რაც ზუგდიდის მოსახლეობას საშუალებას მისცემს განახლებული და კომფორტული გზებით გადაადგილდნენ ქალაქის მასშტაბით

2020 წლის შემოდგომიდან ქ.ვალეში 3500-მდე ადგილობრივი 24 სთ-იანი წყალმომარაგებით ისარგებლებს

ახალციხის მუნიციპალიტეტის, ქ.ვალეში 3500-მდე ადგილობრივი 2020 წლის შემოდგომიდან წყალმომარაგების გამართული ინფრასტრუქტურით ისარგებლებს

ვალეში წყალმომარაგების ცენტრალიზებული სისტემა დღემდე არ ფუნქციონირებს, მოძველებული ინფრასტრუქტურის გამო, დიდია სასმელი წყლის დანაკარგი, რის გამოც, მოსახლეობის ძირითად ნაწილს სასმელი წყალი დღის განმავლობაში რამდენიმე საათით მიეწოდება.

პროექტის ფარგლებში გაკეთდა
8 ჭაბურღილი
19 კმ-მდე მაგისტრალური მილსადენი

დაგეგმილია
2 რეზერვუარის მშენებლობა
წყლის სათავე ნაგებობის რეაბილიტაცია

სამუშაოებს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით ახორციელებს