საავტომობილო გზების დეპარტამენტი, მთავრობის განკარგულებით, ქალაქ ზუგდიდის ადგილობრივი მნიშვნელობის ქუჩების რეაბილიტაციას განახორციელებს
სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს ქალაქ ზუგდიდის თამარ მეფის ქუჩის 2.3 კმ-იანი მონაკვეთზე
წლის განმავლობაში დაგეგმილია ადგილობრივი მნიშვნელობის კონსტანტინე გამსახურდიას, თაბუკაშვილის, ჯანაშიას, ხელაიას, ზვიად გამსახურდიას, ლაზის, ჩიქობავას , ბარამიას და ქობულეთის ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყება
ქ. ზუგდიდის 9 ქუჩაზე სრულად მოწესრიგდება საგზაო ინფრასტრუქტურა და სანიაღვრე სისტემები, რაც ზუგდიდის მოსახლეობას საშუალებას მისცემს განახლებული და კომფორტული გზებით გადაადგილდნენ ქალაქის მასშტაბით

Previous article2020 წლის შემოდგომიდან ქ.ვალეში 3500-მდე ადგილობრივი 24 სთ-იანი წყალმომარაგებით ისარგებლებს
Next articleმაშველებმა 7 მოქალაქე თოვლიდან უვნებლად ამოიყვანეს