Home Blog გვერდი 133

თბილისში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა

0

ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით თბილისის ქუჩებში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა. სპეციალური ხსნარით ხალხმრავალი ადგილები და ღია სივრცეები დამუშავდა.
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ხსნარი, რომლითაც სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა ჯანმრთელობისთვის საშიში არ არის.

თავდაცვის ძალები მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტების შემოვლითი გზების პატრულირებას ახორციელებენ

თავდაცვის ძალების წარმომადგენლები მარნეულისა და ბოლნისის გარე პერიმეტრს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად სპეციალურად მოწყობილ საკონტროლო გამშვებ პუნქტებზე აკონტროლებენ. საქართველოს თავდაცვის ძალების მიერ მეორეხარისხოვან, შემოვლით გზებზე ხორციელდება პატრულირება და ოპერაციის რაიონის ტექნიკური თვალთვალის საშუალებით კონტროლი. სამხედროები მეორეხარისხოვან გზებს 24 საათის განმავლობაში დრონის, თერმული, ღამის ხედვისა და დღის პირობებში ოპტიკური საშუალებებით აკონტროლებენ.

მეორეხარისხოვანი გზების გაკონტროლების მიზნით თავდაცვის ძალების 6 სტაციონარული და 1 მობილური საკონტროლო პუნქტია მოწყობილი. დღე ღამის განმავლობაში მობილური ჯგუფი სტაციონარულ პუნქტებს შორის ავტომანქანებით პატრულირებს, სტაციონარული პუნქტიდან კი, ქვეითი პატრული შემოვლით გზებს აკონტროლებს. სამხედროების მიერ დარღვევის ფაქტის აღკვეთა დაუყოვნებლივ ხდება.

სასურსათო პროდუქტზე ფასების ზრდის დაზღვევისთვის ბიუჯეტიდან 10 მილიონი ლარი დაიხარჯება

მთავრობის დადგენილებით, „პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტებზე ფასების შენარჩუნების სახელმწიფო პროგრამის“ დაფინანსებისათვის გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2020 წლის ბიუჯეტის ასიგნებებიდან 10 000 000 ლარი გამოიყოფა.

რაც შეეხება უშუალოდ პროგრამას, აღნიშული თანხა არის სუბსიდია, რომლითაც სახელმწიფო კონკრეტულ სასურსათო პროდუქტებზე სავალუტო კურსის ცვალებადობით გამოწვეული ფასის ზრდას დააზღვევს.

პროგრამა ითვალისწინებს იმპორტიორი კომპანიებისთვის 2020 წლის 15 მარტიდან 15 მაისის ჩათვლით, პროდუქტების იმპორტის მიზნით, უცხოურ ვალუტაში (აშშ დოლარი და ევრო) გაწეული ხარჯის სავალუტო კურსით გამოწვეული ცვლილების სუბსიდირებას ისეთ პროდუქტებზე, როგორებიცაა: ბრინჯი, მაკარონის ნაწარმი, წიწიბურა, მზესუმზირის ზეთი, შაქარი, ხორბალი, ხორბლის ფქვილი, რძის ფხვნილი და ლობიო.

წინასწარაა განსაზღვრული სავალუტო კურსი, რომელის ზემოთაც სხვაობის სუბსიდირება მოხდება. კერძოდ, სუბსიდიით ბენეფიციარი ისარგებლებს იმ შემთხვევაში, თუ ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსით კონვერტაციის დღეს 1 აშშ დოლარის ღირებულება აღემატება 3 ლარს, ხოლო ევროს შემთხვევაში – 1 ევროს ღირებულება – 3.3 ლარს.

დადგენილებით განსაზღვრულია სანქციებიც, თუ კომპანია არ შეასრულებს ვალდებულებას და სუბსიდირების მიღების შემდეგ პროდუქტების ფასებს გაზრდის. უფრო კონკრეტულად, ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ბენეფიციარს დაეკისრება მიღებული სუბსიდიით განსაზღვრული თანხის უკან დაბრუნება და პირგასამტეხლო მიღებული სუბსიდიის თანხის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 10 000 ლარისა.

მარნეულში სურსათის დარიგება იწყება

0

ქალაქ მარნეულსა და მუნიციპალიტეტის სოფლებში სურსათის დარიგება იწყება. დღეს 100 ოჯახს დაურიგდება სურსათი და პირველადი მოხმარების მედიკამენტები.

მუნიციპალიტეტის მერის ინფორმაციით, ეტაპობრივად ყველა ოჯახს დაურიგდება როგორც სურსათი, ასევე პირველადი საჭიროების მედიკამენტები.

სურსათი ამ წუთებში მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაშია და მისი დარიგება ცოტა ხანში დაიწყება.

სწრაფი ტესტებით მოსახლეობის გამოკვლევა პირველ რიგში მარნეულში მოხდება

0

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ჩინეთიდან სწრაფ ტესტებს სახელმწიფო დღეს ელოდება და პირველ რიგში, მათი საშუალებით მარნეულში მოსახლეობის გამოკვლევა მოხდება.

„დღეს ჩვენ ველოდებით სპეცრეისს, რომელიც განხორციელდება ჩინეთიდან საქართველოში და მივიღებთ ორი ტიპის სწრაფ ტესტს. ერთ-ერთი იქნება იმის მსგავსი, რომელიც უკვე საქართველოში გვაქვს და მოხდება ჩვენი მარაგების კიდევ დამატებით შევსება. მეორე ტესტი არის სწრაფი ტესტი, რომელიც პირველ და მეორე დღეს აიდენტიფიცირებს ორგანიზმში ვირუსის არსებობას და შესაბამისად, ჩვენი გეგმა არის შემდეგი, რომ იქ, სადაც ვთვლით, რომ ეპიდემიური აფეთქების რისკია, დავიწყებთ იმ მოსახლეობის გამოკვლევას. ამ ეტაპზე ეს რეგიონი შერჩეულია და ეს არის მარნეულის რეგიონი, რაც რა თქმა უნდა, მოგვცემს შემდეგ ეფექტს, რომ მოხდება მარნეულში არა ეპიდემიის ისე სრაფად გავრცელება, რომელიც შესაძლებელი იქნებოდა ტესტის არქონის შემთხვევაში, არამედ ეს მოგვცემს საშუალებას, რეგიონში ეპიდემიის გარკვეულწილად შეკავების და მისი დინამიურობის გაკონტროლების,“ – ეკატერინე ტიკარაძე

საკარანტინო ზონებში სურსათის და პირველადი მოხმარების ნივთების დეფიციტი არ შეიქმნება

სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ საკარანტინო ზონებში სურსათის და პირველადი მოხმარების ნივთების დეფიციტი არ შეიქმნება. მისი თქმით, სოფლის მეურნეობის სამინისტრო შინაგან საქმეთა სამინისტროსთან სრულ კოორდინაციაში მუშაობს.

„იცით, რომ ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში გვიწევს კონტროლი მომარაგების ნაწილში იმისთვის, რომ ქვეყანაში არ იყოს მომარაგების შეფერხება, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია და კითხვები ისმებოდა კონკრეტულად საკარანტინო ზონაში მომარაგებასთან დაკავშირებით, ასევე, სასოფლო-სამეურნეო თუ სურსათის მიწოდების ჯაჭვის ყველა ოპერატორის მუშაობის თემასთან დაკავშირებით.

სურსათის მიწოდების ჯაჭვი მთელი ქვეყნის მასშტაბით აგრძელებს მუშაობას. დამატებითი მოთხოვნები, გაიდლაინები და რეკომენდაციები არსებობს საკარანტინე ზონაში სურსათის ოპერატორებთან დაკაშირებით, სადაც რა თქმა უნდა, უსაფრთხოების ზომები არის კიდევ უფრო გამკაცრებული იმისთვის, რომ დაავადების გავრცელების პრევენცია მოვახდინოთ.

ძალიან მნიშვნელოვანია ასევე, რომ საკარანტინე ზონაში არ შეიქმნას დეფიციტი ერთი მხრივ სურსათთან და მეორე მხრივ, პირველადი საჭიროების ყველა სხვა პროდუქტთან. ეს ეხება მედიკამენტებს, საწვავს, საფინანსო სერვისებს, ასევე სხვა მნიშვნელოვან პროდუქციას, რომელიც მოსახლეობისთვის არის საჭირო. ამ კუთხით იცით, რომ გვაქვს სრული კოორდინაცია შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და იმ უწყებებთან, რომლებიც საზოგადოებრივი წესრიგის დაცვაზეა პასუხისმგებელი იმისთვის, რომ ორგანიზებულად მოხდეს ამა თუ იმ პროდუქტის რეგიონში შეტანა და ასევე მძღოლების მოძრაობა. მათ სპეციალური ეკიპირება ექნებათ, ხდება მანქანების სპეციალური დამუშავება სადეზინფექციო ხსნარებით. ეს პროცედურები შეთანხმებულია დაავადებათა კონტროლის ცენტრთან, რომ დაავადების გავრცელების რისკი თავიდან ავიცილოთ“, – ლევან დავითაშვილი

შსს-მ მარნეულში ორი პირი დაკავა

0

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორი პირი – 1996 წელს დაბადებული ბ.ბ. და 1999 წელს დაბადებული გ.ხ. დააკავეს. მათ ბრალი პოლიციელის მიმართ წინააღმდეგობაში, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის ხელის შეშლასა და სამართალდამცველთა საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით ჩადენილ ძალადობაში ედებათ.
დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ბრალდებულებმა, მიმდინარე წლის 23 მარტს, მარნეულში, პოლიციელებსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისათვის ხელის შეშლის მიზნით, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
ჯგუფის მიერ პოლიციელის მიმართ წინააღმდეგობის, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის და მისი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით ჩადენილ ძალადობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.

ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანებსა და პენსიონერებს წამლებს ფოსტა მიაწვდის

0

“ჩვენ გვაქვს სრული ნუსხა იმ ადამიანების, ვისაც ქრონიკული დაავადების გამო კონკრეტული მედიკამენტების მიწოდება ესაჭიროება. მოლაპარაკებები უკვე დასრულებულია და დღეიდან საქართველოს ფოსტა დაიწყებს ამ ადამიანებთან კონტაქტზე გასვლას. ეს ჯაჭვი იქნება სრულყოფილად აწყობილი და ისინი საქართველოს ფოსტის საშუალებით მიიღებენ პირველ რიგში მედიკამენტებს. ჩვენ, ასევე, ვამუშავებთ მათთვის და ჩვენი პენსიონერებისთვის საკვები პროდუქტების მიწოდებას. ამ კვირაში ეს სქემა იქნება სრულად და დახვეწილად ამუშავებული”,- ეკატერინე ტიკარაძე

ჩვენი ჯარი იყო, არის და იქნება იქ, სადაც ჩვენს ხალხს და სახელმწიფოს სჭირდება!

0

საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით ბოლნისისა და მარნეულის მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე გადასვლასთან დაკავშირებით საქართველოს თავდაცვის ძალები კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებებში ერთვება.

შინაგან საქმეთა სამინისტროსთან სრული კოორდინაციით, თავდაცვის ძალები მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებთან მოაწყობს და დაიცავს სპეციალურ გამშვებ პუნქტებს.

კორონავირუსი არის პანდემია, რომელსაც მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით მოვერევით და რა თქმა უნდა, ჩვენი ჯარი, როგორც ყოველთვის, იყო, არის და იქნება იქ, სადაც ჩვენს ხალხს და სახელმწიფოს სჭირდება.

ვემსახურებით საქართველოს! – წერს ირაკლი ღარიბაშვილი

ქუთაისში 200 ათასი ადამიანი უწყვეტ წყალმომარაგებაზე გადავიდა

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ, აზიის განვითარების ბანკის (ADB) მხარდაჭერით ქუთაისის წყლის სისტემის მშენებლობის მეორე ფაზა დაასრულა.

პროექტის ფარგლებში აშენდა გოდოგანზე ორი და მუხრანში ერთი რეზერვუარი. ასევე, მოეწყო სამი სატუმბი სადგური. გაკეთდა 18 კმ, წყლის მაგისტრალური მილსადენი და 300 კმ, შიდა გამანაწილებელი ქსელი.