საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით ბოლნისისა და მარნეულის მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე გადასვლასთან დაკავშირებით საქართველოს თავდაცვის ძალები კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებებში ერთვება.

შინაგან საქმეთა სამინისტროსთან სრული კოორდინაციით, თავდაცვის ძალები მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებთან მოაწყობს და დაიცავს სპეციალურ გამშვებ პუნქტებს.

კორონავირუსი არის პანდემია, რომელსაც მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით მოვერევით და რა თქმა უნდა, ჩვენი ჯარი, როგორც ყოველთვის, იყო, არის და იქნება იქ, სადაც ჩვენს ხალხს და სახელმწიფოს სჭირდება.

ვემსახურებით საქართველოს! – წერს ირაკლი ღარიბაშვილი

Previous articleქუთაისში 200 ათასი ადამიანი უწყვეტ წყალმომარაგებაზე გადავიდა
Next articleქრონიკული დაავადების მქონე ადამიანებსა და პენსიონერებს წამლებს ფოსტა მიაწვდის