თავდაცვის ძალების წარმომადგენლები მარნეულისა და ბოლნისის გარე პერიმეტრს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად სპეციალურად მოწყობილ საკონტროლო გამშვებ პუნქტებზე აკონტროლებენ. საქართველოს თავდაცვის ძალების მიერ მეორეხარისხოვან, შემოვლით გზებზე ხორციელდება პატრულირება და ოპერაციის რაიონის ტექნიკური თვალთვალის საშუალებით კონტროლი. სამხედროები მეორეხარისხოვან გზებს 24 საათის განმავლობაში დრონის, თერმული, ღამის ხედვისა და დღის პირობებში ოპტიკური საშუალებებით აკონტროლებენ.
მეორეხარისხოვანი გზების გაკონტროლების მიზნით თავდაცვის ძალების 6 სტაციონარული და 1 მობილური საკონტროლო პუნქტია მოწყობილი. დღე ღამის განმავლობაში მობილური ჯგუფი სტაციონარულ პუნქტებს შორის ავტომანქანებით პატრულირებს, სტაციონარული პუნქტიდან კი, ქვეითი პატრული შემოვლით გზებს აკონტროლებს. სამხედროების მიერ დარღვევის ფაქტის აღკვეთა დაუყოვნებლივ ხდება.