ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით თბილისის ქუჩებში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა. სპეციალური ხსნარით ხალხმრავალი ადგილები და ღია სივრცეები დამუშავდა.
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ხსნარი, რომლითაც სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა ჯანმრთელობისთვის საშიში არ არის.