Home Blog გვერდი 123

ფონიჭალა-მარნეული-გუგუთის საავტომობილო გზის მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

0

ფონიჭალა-მარნეული-გუგუთის საავტომობილო გზაზე 13 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

სარეაბილიტაციო მონაკვეთი ქვემო ქართლის რეგიონში, მარნეულის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. ფონიჭალა-მარნეული-გუგუთის საავტომობილო გზა ბოლნისის გავლით უმოკლესი მანძილით აკავშირებს ამ რეგიონს სომხეთის ჩრდილო-დასავლეთ რეგიონთან, შესაბამისად, ამ გზის გამართულად ფუნქციონირებას სატრანზიტო მიმოსვლის შეუფერხებლად განხორციელებისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს.

არსებული გზა დაზიანებული იყო და ავტოტრანსპორტის უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილებისთვის საჭიროებდა სრულ რეაბილიტაციას. პროექტის შესაბამისად განხორციელდება გზის ტექნიკური პარამეტრების გაუმჯობესება, 3 ხიდის რეაბილიტაცია, ხელოვნური ნაგებობების რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია, საგზაო სამოსის მოწყობა და მოძრაობის უსაფრთხოებისათვის გზის თანამედროვე აღჭურვილობით უზრუნველყოფა. გზის რეაბილიტაცია მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს რეგიონის ეკონომიკური პოტენციალის რაციონალურ გამოყენებას.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 13 399 999 ლარია. სამუშაოები წლის ბოლოს დასრულდება.

ბარათაშვილის ქუჩისა და ქეთევან წამებულის გამზირის რეაბილიტაცია იწყება

0

ბარათაშვილის ქუჩისა და ქეთევან წამებულის გამზირის რეაბილიტაცია იწყება.

პირველ ეტაპზე, რეაბილიტაცია ბარათაშვილის ხიდიდან ორბელიანის მოედნამდე მონაკვეთზე განხორციელდება. პროექტის ფარგლებში, სრულად შეიცვლება ასფალტის საფარი, მოწესრიგდება ტროტუარები, ელექტროგადამცემი ხაზები ჩავა მიწის ქვეშ, დაიდგმება განათების ახალი ბოძები LED-სანათებით.

რაც შეეხება ქეთევან წამებულის გამზირის რეაბილიტაციას, გამარჯვებული კომპანია გამოვლენილია ტენდერის გზით და მასთან უახლოეს მომავალში ხელშეკრულება გაფორმდება, რის შემდეგაც კონკრეტული სამუშაოები დაიწყება.

საპროექტო დოკუმენტაციის თანახმად, სარეაბილიტაციო არეალი მეტროსადგურ ავლაბრის მიმდებარე ტერიტორიიდან იწყება და ლეხ კაჩინსკის ქუჩასთან სრულდება, რაც, დაახლოებით, ორ კილომეტრს შეადგენს.

პროექტის ფარგლებში, რეაბილიტაცია ჩაუტარდება სანიაღვრე ქსელს და მიწისქვეშა კომუნიკაციებს. ასევე, მოეწყობა ახალი ბორდიური და ტროტუარები. მიწის ქვეშ მოექცევა ელექტროგადამცემი ხაზები, სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება გარე განათების ქსელს და დამონტაჟდება თანამედროვე სტანდარტის შესაბამისი LED-განათების სისტემა.

რეაბილიტაციის ფარგლებში, ასევე მოეწყობა საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის სპეციალურად გამოყოფილი ზოლები (ე.წ. ბასლეინები) და ველობილიკი.

სარეაბილიტაციო სამუშაოები უახლოეს მომავალში დაიწყება და ექვს თვეში დასრულდება.

ხევი-უბისა და უბისა-შორაპანის მონაკვეთების მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს

0

რიკოთის საუღელტეხილო გზის ხევი-უბისას (F2) და უბისა-შორაპანის (F3) მონაკვეთებზე ხიდებისა და გვირაბების მშენებლობა გრძელდება.

ხევი-უბისას მონაკვეთზე შენდება 12.2 კმ-იანი ოთხზოლიანი ცემენტობეტონის საფარიანი გზა 20 გვირაბი და 37 ხიდი.

უბისა-შორაპანის მონაკვეთზე შენდება 13 კმ-იანი ოთხზოლიანი ცემენტობეტონის საფარიანი გზა, 18 გვირაბი და 27 ხიდი.

რიკოთის საუღელტეხილო გზის მშენებლობის ფარგლებში, საერთო ჯამში დაგეგმილია 51.6 კმ-მდე სიგრძის გზის მშენებლობა, რომელიც 96 ხიდსა და 53 გვირაბს მოიცავს.

რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის მოდერნიზება უმნიშვნელოვანესია საგზაო ქსელის განვითარებისა და თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის კუთხით.

ახალი გზა ითვალისწინებს საგზაო უსაფრთხოების ყველა თანამედროვე სტანდარტს, ხოლო მისი პარამეტრები უზრუნველყოფს სიჩქარის გაორმაგებას უსაფრთხოების სრული დაცვით, რაც, საბოლოო ჯამში, აღმოსავლეთ-დასავლეთის დერეფნის დასრულებისას მგზავრობის დროს გაანახევრებს.

რიკოთის საუღელტეხილო გზის მშენებლობის დასრულება დაგეგმილია 2022 წლისთვის.

ნაძალადევის რაიონში სხვადასხვა ქუჩაზე გზის შეკეთება გრძელდება

0

ნაძალადევის რაიონში სხვადასხვა ქუჩაზე გზის დაზიანებული მონაკვეთების შეკეთება გრძელდება.

ასფალტის საფარი სააკაძის ქუჩა N127-ის მიმდებარედ დაიგო.

საგზაო ინფრასტრუქტურა 500-მდე კვ.მ ფართობზე მოწესრიგდა.

სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობამ 25 000-მდე ლარი დახარჯა.

ვანის არქეოლოგიური მუზეუმის ახალი შენობის მშენებლობა დასრულდა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ვანის მუზეუმის მშენებლობა და მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია დაასრულა.

ვანის სამუზეუმო კომპლექსს სარეაბილიტაციო სამუშაოები 35 წელია, არ ჩატარებია.

სრულიად ახალი სამუზეუმო კომპლექსი ვიზიტორების მასპინძლობისთვის ზაფხულიდან მზად იქნება.

აშენდა ახალი 4-სართულიანი შენობა, განხორციელდა არქეოლოგიურ მუზეუმამდე მისასვლელი გზის და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ღობეების რეაბილიტაცია.

ასევე, პროექტის ფარგლებში, მოეწყობა ავტოსადგომი, ბიბლიოთეკა, ლაბორატორია, კაფეტერია და ადმინისტრაციული ოფისი.

ახალი შენობა სრულად არის ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.​

პროექტი მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა და მისი ღირებულება 20 მილიონი ლარია.

რუსთავი-თბილისის მიმართულებით საზოგადოებრივი ტრანსპორტი იმოძრავებს

0

რუსთავი-თბილისის მიმართულებით საზოგადოებრივი ტრანსპორტი იმოძრავებს. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახი კალაძემ, თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

დედაქალაქის მერის თქმით რუსთაველებს ახალი ავტობუსები მოემსახურება და ორ ქალაქს შორის მიმოსვლას შეუფერხებლად განახორციელებს.

“დღის განმავლობაში 30 000 ადამიანი გადაადგილდება რუსთავიდან თბილისის მიმართულებით და თბილისიდან რუსთავში. შესაბამისად, ჩვენ მიგვაჩნია, რომ აუცილებელია დედაქალაქის მუნიციპალიტეტმა უზრუნველყოს საზგადოებრივი ტრანსპორტით ამ ადამიანების გადაადგილება.

გარდა ამისა, ძალიან ბევრი წერილი შემოდის ახალგაზრდების მხრიდან, რომ პრობლემა, რომელიც არსებობს ტრანსპორტის მიმართულებით თბილისი-რუსთავის გზაზე, წარმოადგნეს სერიოზულ პრობლემასა და დისკომფორტს იმ ადამიანებისთვის, ვისაც ყოველდღიურად უწევს რუსთავიდან თბილისში ჩამოსვლა და პირიქით.

არის ძალიან ბევრი სტუდენტი, ვინც ცხოვრობს რუსთავში და ვფიქრობ, ეს გადაწყვეტილება, ამ პროექტის განხორციელება, მათთვის იქნება სერიოზული კომფორტი.

დედაქალაქის მერია აიღებს ამ პასუხისმგებლობას, თბილისი-რუსთავის მიმართულებით იმოძრავებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი – განახლებული ახალი ავტობუსები ისეთი, როგორიც ემსახურება თბილისის მოსახლეობას”, – განაცხადა კახი კალაძემ.

შიდა ქართლში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

0

შიდა ქართლში სამშენებლო პროცესი განახლდა. თითოეულ მუნიციპალიტეტში ინტენსიურად მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული სამუშაოები.

პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი ევროპის საინვესტიციო ბანკის მხარდაჭერით ახორციელებს, რომლის ღირებულება 1.2 მილიონ ლარს აღემატება. პროექტი მოიცავს არსებული გზების რეაბილიტაციას, საფეხმავლო დამაკავშირებელი ბილიკის და პარკირების მოწყობას. ასევე, პროექტში გათვალისწინებულია ხუთ წერტილზე საზოგადოებრივი საპირფარეშოს განთავსება.

გარდა ტურისტული ინფრასტრუქტურისა, რამდენიმე დღეში ხიდისთავი-ატენის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დაიწყება, რაც საგრძნობლად გაამარტივებს როგორც ადგილობრივების, ისე ტურისტების გადაადგილებას.

პროექტს საგზაო დეპარტამენი განახორციელებს და ის 2021 წლის შემოდგომაზე დასრულდება.

მზიურის პარკის რეაბილიტაცია დასრულების ეტაპზეა

0

მზიურის პარკის რეაბილიტაცია დასრულების ეტაპზეა. განახლებულ ბავშვთა ქალაქ „მზიურში” დაგხვდებათ ახალი საფეხმავლო ბეტონის ბილიკები, ხელოვნური ტბა, ველობილიკები, სასმელი წყლის სოკოები, ფანჩატურები, ზონირების შესაბამისი ნიშნები, სკეიტპარკი და საბავშვო გასართობი მოედნები, დასასვენებელი ადგილები და ახალი ხემცენარეები.

მზიურის პარკის რეაბილიტაციის ფარგლებში აღდგა არსებული მოზაიკები, ხიდები, კიბეები. გამოიცვალა ყველა სახის კომუნიკაცია: კანალიზაცია, სასმელი წლის, ირიგაციის, ხანძარსაწინააღმდეგო და გარე განათების სისტემები.

განახლებული ინფრასტრუქტურა ადაპტირებული იქნება შშმ პირებისთვის. პარკი სხვადასხვა ტიპის სპორტულ, კულტურულ და რეკრეაციულ სივრცეებად იყოფა.

პროექტის ღირებულება დაახლოებოთ 7.8 მილიონი ლარია.

სამეგრელო-ზემო სვანეთში სოფლის მეურნეობის პროგრამების განხორციელება არ შეჩერებულა

ქვეყანაში არსებული პანდემიის მიუხედავად, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში სოფლის მეურნეობის პროგრამების განხორციელება არ შეჩერებულა.

რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი სოფლის მეურნეობის სახელმწიფო პროგრამა ,,დანერგე მომავლის“ – კენკროვანი კულტურების ქვეკომპონენტია. პროგრამის მიხედვით სახელმწიფო ნახევარ ჰექტარამდე ბაღების გაშენებისთვის საჭირო ნერგებსა და წვეთოვან სარწყავ სისტემას 100%-ით აფინანსებს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგრამის ფარგლებში სამეგრელოს რეგიონში 250-მა ფერმერმა 470 ჰექტარზე ლურჯი მოცვი უკვე გააშენა.

აშშ-ის საელჩომ ჯანდაცვის სამინისტროს PCR-ტესტირების 2 აპარატი და 4000 ტესტი გადასცა

0

ამერიკის საელჩომ ჯანდაცვის სამინისტროს „პისიარ“ ტესტირების ორი აპარატი და 4000 ტესტი გადასცა.

ცერემონიას აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში კელი დეგნანი პირადად დაესწრო. ამერიკული მხარის განცხადებით, დამატებითი აპარატები გაზრდის ტესტების გამტარუნარიანობას, შესაბამისად, შესაძლებელი იქნება უფრო მეტი ნიმუშის ერთდროულად გატესტვა.

აპარატებისა და ტესტების ღირებულება აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტომ (DTRA) დაფარა. სააგენტომ ჯანდაცვის სამინისტროს პირადი დაცვის საშუალებებიც გადასცა.

პისიარ“ ტესტირების აპარატებისა და ტესტების შეძენის პროცესი ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მხარდაჭერით წარიმართა. მოლაპარაკებებში აქტიურად იყო ჩართული, როგორც საგარეო საქმეთა სამინისტრო, ასევე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.