რიკოთის საუღელტეხილო გზის ხევი-უბისას (F2) და უბისა-შორაპანის (F3) მონაკვეთებზე ხიდებისა და გვირაბების მშენებლობა გრძელდება.

ხევი-უბისას მონაკვეთზე შენდება 12.2 კმ-იანი ოთხზოლიანი ცემენტობეტონის საფარიანი გზა 20 გვირაბი და 37 ხიდი.

უბისა-შორაპანის მონაკვეთზე შენდება 13 კმ-იანი ოთხზოლიანი ცემენტობეტონის საფარიანი გზა, 18 გვირაბი და 27 ხიდი.

რიკოთის საუღელტეხილო გზის მშენებლობის ფარგლებში, საერთო ჯამში დაგეგმილია 51.6 კმ-მდე სიგრძის გზის მშენებლობა, რომელიც 96 ხიდსა და 53 გვირაბს მოიცავს.

რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის მოდერნიზება უმნიშვნელოვანესია საგზაო ქსელის განვითარებისა და თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის კუთხით.

ახალი გზა ითვალისწინებს საგზაო უსაფრთხოების ყველა თანამედროვე სტანდარტს, ხოლო მისი პარამეტრები უზრუნველყოფს სიჩქარის გაორმაგებას უსაფრთხოების სრული დაცვით, რაც, საბოლოო ჯამში, აღმოსავლეთ-დასავლეთის დერეფნის დასრულებისას მგზავრობის დროს გაანახევრებს.

რიკოთის საუღელტეხილო გზის მშენებლობის დასრულება დაგეგმილია 2022 წლისთვის.

Previous articleნაძალადევის რაიონში სხვადასხვა ქუჩაზე გზის შეკეთება გრძელდება
Next articleბარათაშვილის ქუჩისა და ქეთევან წამებულის გამზირის რეაბილიტაცია იწყება