ქვეყანაში არსებული პანდემიის მიუხედავად, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში სოფლის მეურნეობის პროგრამების განხორციელება არ შეჩერებულა.
რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი სოფლის მეურნეობის სახელმწიფო პროგრამა ,,დანერგე მომავლის“ – კენკროვანი კულტურების ქვეკომპონენტია. პროგრამის მიხედვით სახელმწიფო ნახევარ ჰექტარამდე ბაღების გაშენებისთვის საჭირო ნერგებსა და წვეთოვან სარწყავ სისტემას 100%-ით აფინანსებს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგრამის ფარგლებში სამეგრელოს რეგიონში 250-მა ფერმერმა 470 ჰექტარზე ლურჯი მოცვი უკვე გააშენა.