საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ვანის მუზეუმის მშენებლობა და მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია დაასრულა.
ვანის სამუზეუმო კომპლექსს სარეაბილიტაციო სამუშაოები 35 წელია, არ ჩატარებია.
სრულიად ახალი სამუზეუმო კომპლექსი ვიზიტორების მასპინძლობისთვის ზაფხულიდან მზად იქნება.
აშენდა ახალი 4-სართულიანი შენობა, განხორციელდა არქეოლოგიურ მუზეუმამდე მისასვლელი გზის და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ღობეების რეაბილიტაცია.
ასევე, პროექტის ფარგლებში, მოეწყობა ავტოსადგომი, ბიბლიოთეკა, ლაბორატორია, კაფეტერია და ადმინისტრაციული ოფისი.
ახალი შენობა სრულად არის ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.
პროექტი მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა და მისი ღირებულება 20 მილიონი ლარია.