Home Blog გვერდი 120

მარნეულის მუნიციპალიტეტში სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროცესი მიმდინარეობს

მარნეულის მუნიციპალიტეტში სკოლების რეაბილიტაცია-მშენებლობის პროცესი მიმდინარეობს.

მუნიციპალიტეტის მასშტაბით სულ 8 ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა და 3-ის სრული რეაბილიტაცია განხორციელდება. ახალი საჯარო სკოლები აშენდება სოფელ ხულდარაში, შულავერში, ჯანდარში, ცოფში, კასუმლოში, ჩანახჩში, ქუთლიარსა და საბირკენდში. რეაბილიტირდება სოფელ კაპანახჩის, ყულარისა და ყიზილაჯლოს №1 საჯარო სკოლა. საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მოწყობა-რეაბილიტაციის სამუშაოები მუნიციპალური განვითარების ფონდიდან ფინანსდება. ადგილზე, პროცესი, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციების სრული დაცვით მიმდინარეობს.

აღსანიშნავია, რომ ქვეყნის მასშტაბით მუნიციპალური განვითარების ფონდი, 59 ახალ სკოლას აშენებს და 80-ზე მეტი სკოლის კაპიტალურ რეაბილიტაციას ახორციელებს. ყველა პროექტი ახალი სკოლის სტანდარტს შეესაბამება, რომლის ფარგლებშიც, ეწყობა საკლასო ოთახები და ლაბორატორიები, სააქტო დარბაზები, სპორტული მოედნები, სასადილო და სხვა აუცილებელი ინფრასტრუქტურა.

დოეს-გრაკალის სარწყავი სისტემის აღდგენითი სამუშაოები დასრულდა

0

დოეს-გრაკალის სარწყავი სისტემის აღდგენითი სამუშაოები დასრულდა.

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვახვრელში ხე-მცენარეებისა და ბუჩქნარისაგან არხის 1000-მეტრიანი მონაკვეთი გაიწმინდა.

განხორციელებული ღონისძიებების შედეგად, არხში წყლის გამტარუნარიანობა გაიზარდა, რაც სოფელ ქვახვრელის, უფლისციხის, დოესისა და გრაკალის დამატებით 100 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობის მორწყვას უზრუნველყოფს, ხოლო 400 ჰექტარზე მეტ მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდებას გააუმჯობესებს.

სამელიორაციო ინფრასტრუქტურული პროექტები მთელი ქვეყნის მასშტაბით აქტიურად მიმდინარეობს.

ცაგერის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

0

ცაგერის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

მიმდინარეობს როგორც გზების აღდგენითი სამუშაოები, აგრეთვე იგება ასფალტო-ბეტონის საფარი, წესრიგდება სანიაღვრე არხები.

8 სოფლის შიდა სასოფლო გზების სრული რეაბილიტაციის პროექტები რეგიონალური და მუნიციპალური განვითარების ფონდებიდან ფინანსდება და ჯამური ღირებულება 7 400 000 ლარს შეადგენს.

პროექტის მიმდინარეობისას დაცულია ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები და სამუშაოები მაღალი ხარისხით სრულდება, რომლის მონიტორინგს ყოველკვირეულად რწმუნებულის ხელმძღვანელობით, სამხარეო ადმინისტრაციაში არსებული მონიტორინგის ჯგუფები ახორციელებენ.

ცაგერის მუნიციპალიტეტში მიმდინარე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება წლის ბოლომდე დასრულდება.

ზუგდიდში თამარ მეფის და კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩების რეაბილიტაცია დასრულდა

0

ქალაქ ზუგდიდში თამარ მეფის და კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩების რეაბილიტაცია დასრულდა.

მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების ფარგლებში, ზუგდიდში 47 ქუჩაზე მოწესრიგდება საგზაო ინფრასტრუქტურა.

ზუგდიდის ქუჩებზე, საავტომობილო გზის მონაკვეთები ამორტიზებულია, არ არსებობს საავტომობილო გზის საფარი, რაც იწვევს მოსახლეობის დამტვერიანებას უნალექო ამინდში, ნალექიანი ამინდების დროს გადაადგილება რთულდება.

ზუგდიდში სრულად მოწესრიგდება საგზაო ინფრასტრუქტურა და საინიაღვრე სისტემები, განხორციელდება მიერთებების, ადგილობრივი შესასვლელების, ეზოში შესასვლელების, ბორდიურებისა და ტროტუარების მოწყობა, რაც ზუგდიდის მოსახლეობას საშუალებას მისცემს განახლებული და კომფორტული გზებით, გადაადგილდნენ ქალაქის მასშტაბით.

გლდანში სკვერი ეწყობა

0

გლდანის მერვე მიკრორაიონში N23, N11, N9 კორპუსების მიმდებარედ სკვერი ეწყობა.
მიმდინარე სამუშაოები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად დაათვალიერა.

აღნიშნულ მისამართზე რეაბილიტაცია უტარდება, დაახლოებით, 8 000 კვადრატული მეტრი ფართობის ტერიტორიას, სადაც მრავალფუნქციური სკვერი მოეწყობა.

პროექტის თანახმად, სკვერის ტერიტორიაზე ბავშვთა გასართობი ზონები, მოსასვენებელი პავილიონები, ძაღლების გასასეირნებელი სივრცე, კალათბურთის მოედანი, ღია სივრცე მაგიდის ჩოგბურთისთვის და სკეიდბორდის მოედანი მოეწყობა. ასევე, დამონტაჟდება გარე განათებისა და სარწყავი სისტემები, შადრევანი. სკვერი გამწვანდება – დაირგვება ხეები და დაითესება ბალახი. სკვერი ადაპტირებული იქნება შშმ პირთათვის.

აღნიშნული პროექტისთვის გლდანის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 1 073 160 ლარია გათვალისწინებული. სამუშაოებს შპს „არბა“ ახორციელებს.

Microsoft Teams ქართულ ენაზე ითარგმნა

0

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივითა და მხარდაჭერით Microsoft-მა განათლების მართვის საინფორმაციო სისტემასთან (EMIS) თანამშრომლობით Microsoft Teams-ის ქართულ ენაზე თარგმნა, რაც პედაგოგებს დისტანციურად სწავლის პირობებში შესაძლებლობას მისცემს, მშობლიურ ენაზე ისარგებლონ შეთავაზებული ონლაინ ინსტრუმენტებით.

ასევე ქართულ ენაზე ითარგმნა Microsoft-ის საგანმანათლებლო პორტალი და მასში არსებული საგანმანათლებლო რესურსიც, რომელსაც ეტაპობრივად დაემატება გაკვეთილებისა და კურსების ახალი, ნათარგმნი ვიდეოები. გარდა ამისა, მიმდინარეობს Teams-ის ქართულ ვერსიაში ინტერაქტიული ქართულენოვანი Chat-Bot-ისა და ელექტრონული ჟურნალის ინტეგრირება.

Microsoft Teams-ის ქართული ვერსია უკვე ხელმისაწვდომია 55 000-მდე მასწავლებლისა და 600 000-ზე მეტი მოსწავლისთვის.

Teams-ის პროგრამაში ასევე ინტეგრირდა ელექტრონული რესურსების პორტალი https://www.el.ge/, რაც კიდევ უფრო გაუმარტივებს პედაგოგებს აღნიშნულ ვებგვერდზე არსებულ საგანმანათლებლო რესურსებზე ხელმისაწვდომობას.

დისტანციური სწავლების მეთოდებზე მუშაობა გრძელდება.

საქართველოში Covid-19-ის პანდემიის პირობებში დისტანციური სწავლების დანერგვის პროცესს უმაღლესი შეფასება მისცეს ისეთმა ცნობილმა საერთაშორისო ორგანიზაციებმა, როგორიცაა OECD და UNICEF.

საგარეჯოში „საქმიანი ეზო“ მოეწყო

საგარეჯოში „საქმიანი ეზო“ მოეწყო.

ტყის ახალი კოდექსით გათვალისწინებული ცვლილებებით, სოციალური ჭრები ეტაპობრივად გაუქმდება, ხოლო ხე-ტყის დამზადება, დახარისხება და დასაწყობება ე.წ. „საქმიან ეზოებში“ მოხდება.

„საქმიანი ეზოები“ მოსახლეობას და კერძო სექტორს ხე-ტყის შეძენას და ტრანსპორტირებას გაუადვილებს.

წლის ბოლომდე, ქვეყნის მასშტაბით, 26 „საქმიანი ეზო“ მოეწყობა, რაც ხე-ტყის უკანონო ჭრის შემცირებას შეუწყობს ხელს.

გურიის რეგიონში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურ ფაზაშია

0

გურიის რეგიონში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურ ფაზაშია. ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მიმდინარე წლის ივნისის ბოლომდე დასრულდება ყაზბეგის ქუჩის და სოფელ მაკვანეთის დამაკავშირებელი გზის კაპიტალური რეაბილიტაცია. ასევე, მიმდინარეობს გოთუასა და ნაკაშიძის ქუჩებზე გზის რეაბილიტაცია.

პროექტების ჯამური ღირებულება 1 234 519 ლარს შეადგენს. სამუშაოები, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბასილეთში ცენტრალურ გზაზე სანიაღვრე არხების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

ასევე, სოფელ კოხნარის ადმინისტრაციულ ერთეულში გზის რეაბილიტაციის სამუშაოები აქტიურ ფაზაშია, იგება 950 გ.მ. ბეტონის გზა. პროექტების ჯამური ღირებულება 190 607 ლარს შეადგენს.

 

საბურთალოს რაიონში, ყაზბეგის გამზირზე არსებულ სკვერს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა

0

საბურთალოს რაიონში, ყაზბეგის გამზირზე N52 საჯარო სკოლის მიმდებარედ არსებულ სკვერს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა.

პროექტის ფარგლებში, 3 000 კვ.მ ფართობზე გამწვანების სამუშაოები ჩატარდა. რულონური ბალახი დაიგო, სხვადასხვა სახის ხე-მცენარე დაირგო და სარწყავი სისტემა დამონტაჟდა. აგრეთვე, შადრევანი, LED განათების სისტემა, საფეხმავლო ბილიკი, საპარკე სკამები და ყველა საჭირო ინვენტარი განთავსდა. სკვერში კაუჩუკისსაფარიან მოედანზე ბავშვებისთვის ატრაქციონები დამონტაჟდა.

სამუშაოები საბურთალოს რაიონის გამგეობის დაკვეთით, კომპანიამ „გრინსერვის+“ შეასრულა, რისთვისაც ბიუჯეტიდან 424 435 ლარი დაიხარჯა.

მუჟავას ადმინისტრაციულ ერთეულში საავტომობილო გზის რეაბილიტაცია გრძელდება

0

მუჟავას ადმინისტრაციულ ერთეულში საავტომობილო გზის რეაბილიტაცია გრძელდება.

პროექტი ასფალტო-ბეტონის საფარის დაგებასთან ერთად ითვალისწინებს სავალ ნაწილზე და ეზოების მისასვლელებთან წყალსატარი მილების, რკინა–ბეტონისა და მონოლითური კიუვეტების მოწყობას, საგზაო ნიშნების მოწყობასა და სხვა სამუშაოებს.

საავტომობილო გზის რეაბილიტაცია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ 4 679 830 ლარით დაფინანსდა.

ამ პროექტის განხორციელებით მუჟავას საავტომობილო გზის 12-კილომეტრიან მონაკვეთს სრულად ჩაუტარდება რეაბილიტაცია. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „ონიქს როუდი” ასრულებს.