ცაგერის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

მიმდინარეობს როგორც გზების აღდგენითი სამუშაოები, აგრეთვე იგება ასფალტო-ბეტონის საფარი, წესრიგდება სანიაღვრე არხები.

8 სოფლის შიდა სასოფლო გზების სრული რეაბილიტაციის პროექტები რეგიონალური და მუნიციპალური განვითარების ფონდებიდან ფინანსდება და ჯამური ღირებულება 7 400 000 ლარს შეადგენს.

პროექტის მიმდინარეობისას დაცულია ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები და სამუშაოები მაღალი ხარისხით სრულდება, რომლის მონიტორინგს ყოველკვირეულად რწმუნებულის ხელმძღვანელობით, სამხარეო ადმინისტრაციაში არსებული მონიტორინგის ჯგუფები ახორციელებენ.

ცაგერის მუნიციპალიტეტში მიმდინარე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება წლის ბოლომდე დასრულდება.

Previous articleზუგდიდში თამარ მეფის და კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩების რეაბილიტაცია დასრულდა
Next articleდოეს-გრაკალის სარწყავი სისტემის აღდგენითი სამუშაოები დასრულდა